ივანიშვილის გუნდი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დათმობაზე მიდის: "ხუთით მეტი მანდატი იქნება თუ ხუთით ნაკლები, ეს არ არის მთავარი და პრინციპული“
პოლიტიკა - 12:16, 06 Mar, 2020     1289
"ხუთით მეტი მანდატი იქნება თუ ხუთით ნაკლები პროპორციულ ნაწილში, ჩვენთვის ეს არ არის მთავარი და პრინციპული“- პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ დღეს გაკეთებულმა ამ განცხადებამ დატოვა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილის გუნდი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დათმობაზე მიდის.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა საგანგებო განცხადებისას აღნიშნა, რომ 110/40 - ზე მანდატების გადანაწილება არ არის უპირობო.

თალაკვაძე ამბობს, რომ წინ პოლიტიკურად მძიმე შაბათ-კვირაა და ყველაფერი სავარადოდ ორშაბათს დასრულდება, რადგან სწორედ სამ დღეში იხურება საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების ფანჯარა.

აღსანიშნვია, რომ საგანგებო განცხადებისას პარლამენტის სპიკერმა თქვა, რომ „ობიექტურად არსებობს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება მოხდეს“.

„ჩვენ შევძლებთ კდევ ერთხელ შევიკრიბოთ და ვცადოთ შეთანხმების მიღწევა. ობიექტურად, ეს არის შესაძლებელი, ვინაიდან ხელისუფლების მხრიდან ყველა იმ მთავარ საკითხზე, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო დაყენებული, არსებობს შემხვედრი და სამართლიანი პოზიციები და წინადადებები.

რაც შეეხება პროპორციების განაწილებას, 40%-იან პრინციპს, თუ სხვა საკითხებს, მინდა ცალსახად გითხრათ, რომ ჩვენი პოლიტიკური ნება, ჩვენი გუნდის პოლიტიკური პოზიცია, ხელისუფლების პოზიცია არის, რომ ქვეყანა მზად არის, გონივრული ნაბიჯები გადადგას პროპორციული არჩევნებისკენ, რომელიც 2024 წელს უნდა ჩატარდეს. მზად ვართ, 2020 წლის არჩევნებისთვის განვიხილოთ, ისეთი პირობები მივიღოთ და კანონმდებლობაში ავსახოთ, რომელიც ჩაჯდება იმ ლოგიკასა და ტრაექტორიაში, რაც 2024 წელს სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას ემსახურება. შესაბამისად, ამ ლოგიკის ფარგლებში, ყველა სამართლიან და გონივრულ წინადადებას ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ექნება.

მესმის, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია საუბრობს ხუთით მეტ თუ ნაკლებ მანდატზე. მიგვაჩნია, რომ მაშინ, როცა დაცულია მთავარი პრინციპები, მანდატების რაოდენობა მეორე ხარისხოვანი ხდება. შესაბამისად, ხუთით მეტი მანდატი იქნება თუ ხუთით ნაკლები პროპორციულ ნაწილში, ჩვენთვის ეს არ არის მთავარი და პრინციპული“- აცხადებს თალაკვაძე.

რაც შეეხება 40%იან ზღვარს, თალაკვაძემ თქვა, რომ აქაც ხელისუფლებამ ოპოზიციასთან შემხვედრი ნაბიჯი გადადგა.

"ოპოზიციის მთავარი და მნიშვნელოვანი მოთხოვნა რაც იყო 40%-იან ზღვართან დაკავშირებით, სადაც მათ თქვეს, რომ თუ პოლიტიკური პარტია ვერ აიღებს 40%-ს და მეტს, არ უნდა ჰქონდეს საშუალება დააკომპლექტოს უმრავლსეობა და შექმნას მთავრობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე შემხვედრი ნაბიჯით ვუპასუხეთ. პირიქით, ჩვენთვის ეს არის პრინციპული, არასდროს გვიფიქრია რომ ხელისუფლება 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის პარტიამ დააკომპლექტოს.

თუ მათ სურთ რომ ეს პრინციპი, პირდაპირ ასე იყოს ახახული, ჩვენ ამაზე მზადყოფნა და შეთავაზება უკვე გავაკეთეთ. თუ მათ სურთ რომ ეს პრინციპი სხვანაირად იყოს ასახული, შემდეგ მოლაპარაკებებში მზად ვართ რომ ეს საკითხი განვიხილოთ“- განაცხადა თალაკვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42