საქართველოს მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა დავით კეზერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კბილაშვილმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ქართული მხარის ბრალდებებზე კეზერაშილის მიმართ, გავლენას არ იქონიებს:
"დაკავებიდან 40 დღის თავზე საფრანგეთის სასამართლო შეიკრიბება და იმსჯელებს თუ როგორი პროცედურა იქნეს წარმართული. თუ კეზერაშვილი ექსტრადიციაზე თანხმობას გამოთქვამს მარტივი პროცედურა იქნება, თუ უარს იტყვის რთული პროცედურება იქნება და შესაძლოა ექვსიდან ერთ წლამდე გასტანოს.
ამ ყოველივეს საფრანგეთის კომპეტენტური სასამართლო გადაწყვეტს.
ჩვენ არავითარი ბერკეტი საფრანგეთის სასამართლოზე არ გაგვაჩნია.
გამამართლებელი განაჩენი ჩვენს ბრალდებებზე გავლენას არ იქონიებს", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






