20 ივნისის საქმეზე ბრალდებულებ პირებს, ზურაბ ბუდაღაშვილს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ცოტნე სოსელიას საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ.
დღეს, სასმართლო პროცესზე სამივე მათგანმა ბრალი აღიარა, სოსელია თავს დამნაშავედ ცნობს.
რაც შეეხება ბრალდებულ კუპრეიშვილსა და ბუდაღაშვილს, მათი მხრიდანაც იგივე აღიარება მოჰყვა, ამის შემდეგად პროკურორმა საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის წარდგენა დაიწყო.
ამავდროუალდ კიდევ ერთი დაკავებული, ბესიკ თამლიანი ბრალს არ აღიარებს. მისი საქმე ცალკე განიხილება.
შეგახსნებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულების ბრალის ფორმულირება ასეთია – ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






