"კორონავირუსით დაინფიცირებული მეოთხე პირის მდგომარეობა სტაბილურია, ტემპერატურა დღისით იყო 37.8 გრადუსი, აქვს ყელის ტკივილი და სისუსტე" - თენგიზ ცერცვაძე
პოლიტიკა - 20:20, 05 Mar, 2020     1020

"დღეს ამ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, შემდგომი დამძიმება არ დაფიქსირებულა" - აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე იმ ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელსაც 4 მარტს კორონა ვირუსი დაუფიქსირდა.
თენგიზ ცერცვაძის თქმით პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 37.8 გრადუსი, თუმცა პერიოდულად მას 39 გრადუსი ქონდა ხოლმე, აქვს ყელის ტკივილიც და გრძნობს სისუსტე, მაგრამ ამ დროისთვის მის სისცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„გვყავს 22 პაციენტი. ველოდებით, რომ მათგან 2 უნდა წაიყვანონ კარანტინში და დარჩება 20 პაციენტი. იცით, რომ 20 პაციენტიდან ახალი კორონავირუსის ინფექცია 4-ს აქვს დადასტურებული. მათგან ბოლო დადასტურება გუშინ შემოსულ პაციენტზე იყო. ახალგაზრდა მამაკაცი, 44 წლის, რომელიც იტალიაში, ერთ-ერთ კურორტზე იმყოფებოდა ერთი კვირით. საქართველოში დაბრუნდა 1-ელ მარტს, აეროპორტში მას ტემპერატურა არ ჰქონდა, სახლში მისვლის შემდეგ აუწია სიცხემ, იგრძნო თავი ცუდად, ორი დღე რჩებოდა სახლში, იღებდა სიცხის დამწევებს, როდესაც ტემპერატურამ არ გაუარა, მომართა, თავის ფეხით მოვიდა ჩვენს კლინიკაში. გუშინვე ჩაუტარდა ყველა გამოკვლევა, მათ შორის აუღეს მასალა ახალი კორონავირუსის ინფექციის გამოსაკვლევად და დადგინდა დადებითი პასუხი.
ეს პაციენტი, ყველა სხვასთან, სამ პაციენტთან შედარებით იყო მძიმე მდგომარეობაში. მას აღენიშნება ტემპერატურის მატება პერიოდულად 39 გრადუსი და ზევით. დღეს ამ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, შემდგომი დამძიმება არ დაფიქსირებულა, ტემპერატურა დღისით იყო 37.8 გრადუსი, აქვს ყელის ტკივილი და მნიშვნელოვანი საერთო სისუსტე. მდგომარეობა სტაბილურია, რაც ჩვენთვის არის კარგი“,-განაცხადა ცერცვაძემ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42