2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი მთავრობის მხრიდან ყოველგვარ შეღავათზე უარს აცხადებს, მისი თქმით პროპორციული არჩევნების მოპოვება ქვეყნისთვის ბევრად უფრო მნიშნელოვანია და ის ოპოზიციამ არ უნდა დათმოს. ამის შესახებ თამლიანი ტელეკომპანია "ფორმულასთვის" გამოგზავნილ წერილში საუბრობს.
„ვუერთდები გიგი უგულავას და გიორგი რურუას, მათ სულისკვეთებას! უარს ვაცხადებ ყველანაირ შეღავათებზე მთავრობის მხრიდან, რათა ჩვენი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება არ გახდეს ვაჭრობის საგანი! პროპორციული არჩევნების მიღწევა ბევრად მნიშვნელოვანია!
ბოლო ბოლო სიკვდილით არავინ არ მსჯის, სხვა დანარჩენის ატანა შესაძლებელია!
ზუსტად ვიცი ერთი რამ, რისი მჯერა და მწამს. სიმართლეს ალტერნატივა არ აქვს და ამ სიმართლეს კანონის ძალით მაინც დავამტკიცებ სადაც არ უნდა იყოს, თუნდაც ამ უსამართლო სასამართლოში!
მეგობრებო! რომ არა ჩემი ღრმა რწმენა ჩემს სიმართლეში ასე მხნედ, ასეთი თამამი და ბრძოლისუნარიანი არ ვიქნებოდი.
ვიცი ისიც, რომ სიმართლისთვის ბრძოლოას ყოველთვის აქვს აზრი! პოლიტიკოსებს მოვუწოდებ არ დათმოთ პროპორციული არჩევნები. ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლუის ბრენდაისმა თქვა, „ბედნიერების საიდუმლო მხოლოდ თავისუფლებაშია, თავისუფლების ფორმულა კი - მხოლოდ გამბედაობაში“.
„ნამდვილი სიმშვიდეს მხოლოდ სასჯელისადმი შიში არ ქმნის ქმნის. უწყოდნენ, რაოდენ მავნეა ადამიანის არსებაში იმედის, აზრისა, რწმენის ჩახშობა; და რომ რეპრესია მარტოოდენ სიძულვილის მშბელია, რაც თავის მხრივ, ხელისუფლების სტაბილურობას ემუქრება. უსაფრთხოებისკენ მომავალი გზა სატკივნის თავისუფლად განსჯასა და გამოსავლის ძიებაზე გადის; და რომ საშველი უვარგის მმართველთა უმჯობესით შეცვლაშია“, - ნათქვამია ბესიკ თამლიანის წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






