მეცნიერთა უახლესი კვლევის თანახმად მასტურბაცია იმუნურ სისტემას აძლიერებს. ორგაზმის შეგრძნება მასტურბაციით ადამიანის ორგანიზმში წარმოქმნის ისეთ ჰორმონებს, როგორიცაა დოპამინი, სეროტონინი და ოქსიტოცინი, რომელთაც შეუძლიათ სტრესის მასტიმულირებელი ჰორმონების დონეების ბალანსირება. ეს კი ეხმარება ადამიანის იმუნურ სისტემას გაძლიერებაში.
ზემოხსენებული ჰორმონების წარმოქმნა აგრეთვე ხელს უწყობს ადამიანისთვის ნერვების დამშვიდებას, და ორგანიზმის გაჯანსაღებას, რელაქსაციას. ოქსიტოცინი ამცირებს კორტიზოლის, სტრესული მდგოამრეობის დროს გამოყოფილი ჰორმონის რაოდენობას. მკვლევარი გლორია ბრეიმის განცხადებით, ხშირი მასტურბაციის ფონზე ოქსიტოცინისა და დოპამინის მომატებული დონე ამცირებს კორტიზოლის წარმოქმნის ალბათობას, რომლის შემდეგაც ტვინი უფრო მოქნილი, ნაკლებად ეიფორიული, მშვიდი და რელაქსირებული ხდება.
მკვლევართა თქმით, გახშირებული ორგაზმის განცდა აბალანსებს ლეიკოციტების რაოდენობას სისხლში, რომლითაც ინფექციის მიმართ ერთგვარი დამცველობითი ხასიათი ექმნება ადამიანის ორგანიზმს.
მეცნიერთა თქმით, მასტურბაციას იმდენად შეუძლია გააძლიეროს ორგანიზმი, რომ შექმნას ე.წ ბალანსირებადი ბადე ორგანოებსა და უჯრედებს შორის, რათა დაიცვას ადამიანი სხვადასხვა ბაქტერიებისა და ინფექციური დაავადებებისგან.
მასალის გამოყენების პირობები






