ევროპული საქართველოს ლიდერი. დავით ბაქარაძე გამოეხმაურა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შოროს გასამართ შეთანხმებაზე. მისი თქმით, თუ მათი მხრიდან იქნება შემოთავაზებული კომპრომისული კანონპროექტი, მაშინ შეთანხმება შესაძლებელია მოხდეს.
„თუ ხელისუფლება შემოვა კომპრომისული კანონპროექტით, შეთანხმება შესაძლებელია“, - ამ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გასამართ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით აცხადებს, სადაც უმრავლესობამ ოპოზიციას საარჩევნო სისტემის მოდელი უნდა შესთავაზოს.
დავით ბაქრაძის განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან შემოთავაზებული მოდელი 110/40-ზე პირდაპირ არის მორგებული კონკრეტული ფეოდალი მაჟორიტარების ინტერესებს.
გიორგი ბაქარაძე ასევე გამოეხმაურა გიორგი რურუასა და გიგი უგულავას ''ფეისბუქ'' მიმართვებს, მისი თქმით ეს განცხადებები მოასწავებს იტორიულ შანს, რათა მოხდეს გონიერი შეთანხმება და შედგეს არჩევნები.
„თუ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება გამოვიდეს რეალისტური და ნორმალური მოდელით და არა ისეთით რასაც გვთავაზობენ დღეს. შემოთავაზებული მოდელი ემყარება რაღაც ხელოვნურ ჩამკეტებს და დათქმებს ემყარება, ის პირდაპირ არის მორგებული კონკრეტული ფეოდალი მაჟორიტარების ინტერესებს. თუ ამის ნაცვლად ხელისუფლება შემოვა პროპორციული არსის მქონე კომპრომისული კანონპროექტით, კარი დახურული არაა და შეთანხმება შესაძლებელია. პოზიცია, რომელიც დააფიქსირეს გიგი უგულავამ და გიორგი რურუამ, აჩენს ისტორიულ შანსს, რომ ხელისუფლების და ქართული ოცნების გონიერების პირობებში, მათი მხრიდან ნორმალური თავისი არსით პროპორციული და ოპოზიციისთვის მისაღები სისტემით შემოსვლის პირობებში შედგეს შეთანხმება და საქართველოში ჩატარდეს ნორმალური არჩევნები“, - განაცხადა ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






