მმართველი ხელისუფლების მიერ შეთავაზებული საარჩევნო მოდელი 100/40-თან დაკავშირებით, ქართული ოცნების გუნდის წევრი, დავით მათიაკშვილი განცხადებას აკეთებს, მისივე თქმით ეს მოდელი უზრუნველჰყოფს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას.
მისივე განმარტებით, ეს მოდელი მოქმედ საარჩევნო სისტემასთან შედარებით პროპორციულია, რომელიც უზრუნველყოფ იმას, რომ 40%-იანი მხარდაჭერის ზღვარს ქვემოთ მყოფმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ ჩამოაყალიბოს აღმასრულებელი ხელისუფლება. ხოლო ოპოზიციის მხრიდან გამოცხადებული უარი კი საეჭვოა.
„საარჩევნო სისტემის მოდელი, რომელიც მმართველი გუნდის მიერ იქნა შეთავაზებული, უზრუნველყოფს არჩევნების დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებას. ეს არის არსებულზე მეტად პროპორციული სისტემა და იგი უზრუნველყოფს იმას, რომ 40%-იანი მხარდაჭერის ზღვარს ქვემოთ მყოფმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ ჩამოაყალიბოს აღმასრულებელი ხელისუფლება. ამას თავად ოპოზიცია არაერთგზის ითხოვდა. შესაბამისად, ცოტა უცნაურია ოპოზიციის განცხადებები. კარგად ჩანს, რომ მათ შეთანხმება არ უნდათ“, - განაცხდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






