"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია კორონავირუსის საკითხზე პრემიერ-მინისტრი განცხადებას აფასებს და გიორგი გახარიას აკრიტიკებს.
მისი თქმით, გიორგი გახარიამ კორონავირუსის პრევენციის რალურ გეგმაზე საუბარს, ოპონენტებზე თავდასხსმა არჩია.
მისი თქმით, „ეს არის მაგალითი, როგორი არ შეიძლება იყოს ადამიანი, ვისაც პასუხისმგებლობა აბარია“.
„როგორი უკლასო და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი უნდა იყო, როცა პრემიერ-მინისტრი ხარ, ან გქვია, როცა ასეთ სერიოზულ საკითხზე გამოსვლისას, იმის მაგივრად რომ რეალურ გეგმებზე ლაპარაკობდე და არა სადღეგრძელოებზე, გახსენდება და პრიორიტეტს ანიჭებ საზოგადოების უმრავლესობაზე თავდასხმას, რომელიც არის კრიტიკული ხელისუფლების და ივანიშვილის რეჟიმის მიმართ. ამ ხალხისგან განსხვავებით, ჩვენ ვაპირებთ, რომ ხვალ კონკრეტული ნაბიჯები შევთავაზოთ მთავრობას და საზოგადოებას, რისი გაკეთებაც შესაძლებელია, როცა ასე დაარტყა ამ ყველაფერმა თითქმის ყველა ქვეყანას, ასევე საქართველოს ეკონომიკას და მათ მოქალაქეებს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






