კახა კალაძე საფრანგეთის ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა
პოლიტიკა - 16:00, 05 Mar, 2020     597

თბილისის მერმა კახა კალაძემ საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დიეგო კოლასთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა.

დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისსა და საფრანგეთის ქალაქებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, ისაუბრეს ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სხვა მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. დედაქალაქის მერმა საფრანგეთის ელჩს თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

საფრანგეთის ელჩმა მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განხორციელებულ საპროფილაქტიკო ღონისძიებებს. დიეგო კოლასმა შესაბამისი სამსახურების მუშაობას მაღალი შეფასება მისცა.

„ეს ჩვენი პირველი ოფიციალური შეხვედრაა, რომელზეც ვისაუბრეთ თბილისის განვითარების პერსპექტივებზე. ეს არის ქალაქი, რომელიც დინამიკურად ვითარდება. ვისაუბრეთ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და გარემოს დაცვით საკითხებზე. ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ მომავალში კიდევ გავაღრმავოთ თანამშრომლობა და ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ თბილისს. კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა შესაბამისი უწყება, ქვეყნის მასშტაბით, მაღალი სტანდარტით აწარმოებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებელ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. მოხიბლული ვარ, როგორ მართავს პროცესს ხელისუფლება,“ - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42