''დელტას'' დირექტორმა, უჩა ძოძუაშვილმა თანამდებობა დატოვა
პოლიტიკა - 14:45, 05 Mar, 2020     1016

''დელტას'' დირექტორმა, უჩა ძოძუაშვილმა თანამდებობა დატოვა. მან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. გადადგომას, თავდაცვის სამინისტროში წინ უძვღვოდა 1 თვის წინ მომხდარი სკანდალი, სადაც ძოძუაშვილმა განაცხადა რომ საბრძოლო დანადაგარი ''დიდგორი’’ ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში გაიყიდება, გავრცელებულმა ინფორმაციამ კი ირაკლი ღარიბაშვილის გაღიზიანება გამოიწვია.

ამ დროისათვის ირაკლი ღარიბაშვილის უწყება კომენტარს არ აკეთებს.

რაც შეეხება, უძა ძოძუაშვილს, იგი საკუთარ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც იგი დეტალურად განმარტავს გადადგომის მიზეზებს.

''მეგობრებო, გადავწყვიტე კერძო სექტორში გადასვლა, ვფიქრობ რომ პროექტს რომელიც მაქვს მომზადებული ექნება მაღალი დაინტერესება საერთაშორისო ბაზარზე. წინასწარი დაინტერესება უკვე გამოთქვეს პოტენციურმა ინვესტორებმა შესაბამისი პროტოტიპის დემონსტრირების შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ მას 6-7 თვეში წარვუდგენ დინტერესებულ მხარეებს.
წლების განმავლობაში ამ სფეროში დაგროვილი ინტელექტუალური რესურსი, კავშირები და გამოცდილება განსაკუთრებით ინტეგრირებული სისტემების განვითარების მიმართულებით გახდა საწინდარი მრავალი საინვესტიციო შემოთავაზებისა, რომელსაც პირადად ვიღებდი. ეს საშუალებას მაძლევს გავაგრძელო მუშაობა ახალი ტიპის სამხედრო დანიშნულების პროდუქციის შექმნის მიმართულებით თუმცა არა როგორც სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიის მეშვეობით არამედ კერძო სექტორში გადასვლის გზით.
წარმატებები, რომლებსაც დელტამ მიაღწია ყველასთვის კარგადაა ცნობილი და ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიამაყის საგანიც არაერთხელ გამხდარა, მაგალითად, წარმატებით განხორციელებული ქართული ჯავშანმანქანების ექსპორტი სხვადასხვა ქვეყნებში, დიდგორი მეომარის ჰოლივუდის ფილმ fast and furious 9-ში გადაღება, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ექსპორტი სამხრეთ ამერიკაში. საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის ჯავშანჟილეტებითა და ჯავშანჩაფხუტებით აღჭურვა, ქართული საბანკო სექტორისთვის საინკასაციო დანიშნულების ჯავშანმანქანების მიწოდება და სხვა.
იმედი მაქვს ჩემი პირადი პროექტებიც ასეთივე ინტერესისა და სიამაყის საგანი გახდება.
მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ყველას, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში იდგა ჩვენს გვერდით, ჩვენს მიერ შექმნილი ყველა ახალი პროდუქტის ფართო მასებში გამოჩენას ინტერესით ადევნებდა თვალ-ყურს და აშუქებდა, გვეხმარებოდა საკუთარი ინტელექტუალური რესურსითაც და გვამხნევებდა ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის.
ჩემთვის დიდი პატივია 7 წლის განმავლობაში მეხელმძღვანელა ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის როგორიცაა დელტა.''- წერს უჩა ძოძუაშვილი






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42