სპეცოპერაცია და ოთხი დაკავებული: ვინ არის „კანონიერი ქურდი“, რომლის სახელიც ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს
სამართალი - 14:51, 05 Mar, 2020     6423
შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა. დაკავებულია ოთხი პირი, რომელთაც ბრალი ქურდული სამყაროს წევრობასა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვაში ედებათ.


შსს-ს ავრცელებს ფარულ სატელეფონო ჩანაწერს, სადაც "პრაიმტაიმის" ცნობით, „კანონიერი ქურდის“ რუსლან გეგეჭკორის სახელი ფიგურირებს. ჩანაწერით ირკვევა, რომ ორი დაპირისპირებული მხარე ერთმანეთში თანხას ვერ იყოფს.

ვინ არის რუსლან გეგეჭკორი?

32 წლის რუსლან გეგეჭკორს კრიმინალურ წრეებში „შლიაპა უმცროსის“ სახელით იცნობენ. გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ გახლავთ მამამისი, როლანდ გეგეჭკორი, იგივე „შლიაპა“.

„კანონიერი ქურდები“ იყვნენ რუსლან გეგეჭკორის ბიძა და ბაბუაც (რაულ გეგეჭკორი და ნოე გეგეჭკორი).

თავად რუსლან გეგეჭკორმა ე.წ. ქურდის „ტიტული“ 2014 წელს 27 წლის ასაკში მიიღო. ბოლოს ის რუსეთში დააკავეს და 2018 წელს ქვეყნიდან გააძევეს.

ფარულ ჩანაწერში ნახსენებია კიდევ ერთი „კანონიერი ქურდი“ გვარად ჭარაია. საუბარია თენგიზ ჭარაიაზე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „თენგო გალსკის“ სახელით იცნობენ. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჭარაია უკრაინის ტერიტორიაზე ოთხჯერ დააკავეს და ყველა ჯერზე ქვეყნიდან გააძევეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42