მედიაცია - პირველი ნაბიჯები
საზოგადოება - 20:00, 01 Nov, 2013     2370
2013 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში ამოქმედდა მედიაციის ინსტიტუტი, რომელიც გულისხმობს საოჯახო, სამემკვიდრეო, ქონებრივი და სხვა სახის სამოქალაქო დავების გადაწყვეტას არა სასამართლოს გზით, არამედ მედიატორის მეშვეობით, რომლის მიზანიცაა მოდავე მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა სადავო საკითხებთან დაკავშირებით.

ეს ნოვაცია უდაოდ პროგრესულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს - საქმეებისაგან განიტვირთება სასამართლო, რაც ხარჯების ეკონომიასთან არის დაკავშირებული; სასამართლოსაგან განსხვავებით სადაც ერთ-ერთი მხარე რჩება წაგებული, მედიაციის მიზანია მოდავეთა შორის მორიგების მიღწევა, რაც ორივე მხარის ინტერესების დაკმაყოფილებას ნიშნავს.

ამავდროულად რეფორმატორთა კლუბს მიაჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე საქართველოში მედიაცია არასწორი მიმართულებით ვითარდება შემდეგ გარემოებათა გამო:

- მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დავებზე მედიაციას ახორციელებენ ნოტარიუსები

საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით (ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, აშშ) მედიაცია ჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი პროფესია, თავისთვის დამახასიათებელი სტანდარტებით. მედიატორი არის იურიდიული განათლების მქონე პირი, რომლის პროფესიული წარმატებაც დამოკიდებულია მოდავე მხარეთა მორიგების შესაძლებლობაზე. მორიგების მიღწევას კი სპეციალური უნარ-ჩვევები სჭირდება - Harvard style of negotiation. სასამართლოსაგან განსხვავებით, სადაც ძირითადი აქცენტი მხარეთა უფლებების დაცვაზეა გადატანილი, მედიაცია ორიენტირებულია მოდავე მხარეთა საერთო ინტერესების გამონახვაზე - win-win solutions. სწორედ ასეთი სტანდარტების გამო, მედიატორის პროფესია დასავლეთის ქვეყნებში დამოუკიდებელი რეგულირების საგნად იქცა - მედიატორთა საბჭოები, სერთიფიცირების დამოუკიდებელი სისტემები, სპეციალიზირებული სალექციო კურსები უმაღლეს სასწავლებლებში და სხვ.

ჩვენი აზრით, ხარისხიანი მედიაციის ფუნქციის განხორციელება, რომელიც სპეციალურ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მოითხოვს, მოქმედ ნოტარიუსებს გაუჭირდებათ თავისი ძირითადი საქმიანობიდან, ყოველდღიური დატვირთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე.

- არსებული რეგულაციების თანახმად, მედიაციის ფასი განისაზღვრება ნოტარიუსსა და მოდავე მხარეებს შორის შეთანხმებით. მედიაცია არ არის ხელმისაწვდომი სოციალურად დაუცველებისათვის.

აღნიშნული ნაკლოვანების არსებობა დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს.
თუკი სახელმწიფო უზრუნველყოფს ღარიბი ადამიანების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას უფასო იურიდიული დახმარების მეშვეობით, რატომ არ უნდა იყოს მათთვის ასევე ხელმისაწვდომი მედიაციის სერვისი, როგორც დავის გადაწყვეტის გამარტივებული საშუალება?

მოცემული ანალიზის საფუძველზე, რეფორმატორთა კლუბი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას დაიწყოს მსჯელობა მედიაციის ინსტიტუტში ცვლილებების განხორციელების თაობაზე.




ირაკლი კობიძე


,,რეფორმატორთა კლუბი“




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42