როგორ დავამზადოთ ხელის სადეზინფექციო საშუალება ახალი კორონავირუსისგან თავის დასაცავად
ჯანმრთელობა - 11:33, 05 Mar, 2020     10785

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდასთან ერთად აფთიაქებსა თუ მაღაზიებში მცირდება ნიღბებისა და სადეზინფექციო საშუალებების რაოდენობა. რეკომენდაციების მიხედვით კი ხელის დაბანა ერთ-ერთი აუცილებელი საშუალებაა ახალი კორონავირუსისგან თავის დასაცავად.

გასული კვირის მონაცემებით ხელის სადეზინფექციო საშუალებების გაყიდვის პროცენტული მაჩვენებელი 73%-ით მაღალია, გასულ წელთან შედარებით (შესადარებლად აღებულია დროის იგივე პერიოდი). უფრო მეტიც, ერთ-ერთ უმსხვილეს ინტერნეტ-მაღაზია Amazon.com-ზე სადეზინფექციო საშუალების გასაყიდი ფასი საგრძნობლად გაიზარდა, რაც მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით აიხსნება.

ჩვენ აგიხსნით, თუ როგორაა შესაძლებელი სახლის პირობებში ხელის სადეზინფექციო საშუალების დამზადება. შეგახსენებთ, რომ სადეზინფექციო საშუალება არაა პირველადი გზა დაავადების თავიდან ასაცილებლად. სხვადასხვა რეკომენდაციის მიხედვით, ხელი (დაახლოებით 20 წამის განმავლობაში) უნდა დაიბანოთ საპნით, რაც მიკრობების და დაავადების გამომწვევი ბაქტერიების გავრცელებას შეუშლის ხელს. როდესაც საპნისა და წყლის საშუალებით ხელის დაბანის შესაძლებლობა არ არსებობს, უნდა გამოიყენოთ ხელის სადეზინფექციო საშუალება, როგორც ალტერნატივა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციის მიხედვით ხსნარში ალკოჰოლის შემცველობა 60-დან 95 პროცენტამდე უნდა იყოს, რათა ძირფესვიანად გაანადგუროს მიკრობები.

ხსნარში ალოე ვერას გელის დამატებით თქვენს კანს გამოშრობისგანაც დაიცავთ. დახურულ ბოთლში მოთავსებული სახლში დამზადებული სადეზინფექციო ხსნარი კვირების განმავლობაში არ კარგავს ფუნქციას. რეკომენდირებულია ხსნარში იზოპროპილის სპირტის (სამედიცინო სპირტის) გამოყენება.

ხსნარის დასამზადებლად დაგჭირდებათ:

11 სუფრის კოვზი სამედიცინო სპირტი

5 სუფრის კოვზი ალოე ვერას გელი

5-19 ეთერის ზეთის წვეთი (არჩევითია)

ჯამი

კოვზი

ძაბრი

60 მილილიტრიანი სპრეის ბოთლი ან თხევადი საპნის კონტეინერი

მოათავსეთ ალკოჰოლი და ალოე ვერა ჯამში და მოურიეთ სანამ ერთმანეთში კარგად არ შეირევა. დაამატეთ ზემოაღნიშნული რაოდენობის ეთერის ზეთი. გადაიტანეთ შესაბამის ჭურჭელში.

შეგახსენებთ, რომ ხელის სადეზინფექციო საშუალება არ კლავს ყველა ვირუსს, თუმცა სხვადასხვა რეკომენდაციის მიხედვით, ის კლავს კორონავირუსს, თუმცა ხსნარი საპნით ხელის დაბანის შემდეგ უფრო ეფექტურია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42