5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 23:02, 04 Mar, 2020     2595

ვერძი


დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია ურთიერთობისა და ახალი კონტაქტების დამყარებისთვის. თქვენი ენერგიულობითა და შრომისმოყვარეობით ადამიანებს გააოცებთ. ეს დღე მოულოდნელობებით სავსეა. სიზმარი ოთხ დღეში აგიხდებათ.


კურო


სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ. გამორიცხული არ არის, ფული დაკარგოთ. ეცადეთ, ხელსაყრელი გარიგება არ ჩაშალოთ. დაგროვილი საქმეების მოგვარებას ხვალისთვის ნუ გადადებთ. დღის მეორე ნახევარი სიყვარულის ნიშნით ჩაივლის. შესაძლოა, ახალი ნაცნობობა ხანგძლივ და მყარ ურთიერთობაში გადაიზარდოს.


ტყუპები


მზად იყავით იმისთვის, რომ ვიღაც დილიდან ხასიათს გაგიფუჭებთ. ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში საქმიანი შეხვედრა არ დანიშნოთ. დაძაბული ემოციური ფონის გამო კოლეგებთან და პარტნიორებთან შეთანხმება გიჭირთ.


კირჩხიბი


ეცადეთ, ეს დღე სახლის გარეთ გაატაროთ. სასურველია წყლის პირას სეირენობა ან წყლის პროცედურები. საკუთარ სტიქიასთან შეხებით უდიდეს შვებას იგრძნობთ. ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგშია. მიირთვით მეტი ხილი და ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს.


ლომი


ეს დღე სულიერ განწმენდას, ლოცვას და მონანიებას განასახიერებს. გაითვალისწინეთ, რომ გარშემომყოფთა მიმართ გამოვლენილი ნებისმიერი აგრესია თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდება. თხოვნის შესრულებაზე უარს ნურავის ეტყვით.


ქალწული


არახელსაყრელი დღეა - განსაკუთრებით, მამაკაცებისთვის. სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. გირჩევთ, დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი შეხვედრები არ დანიშნოთ. დაძაბული ემოციური ფონის გამო კოლეგებთან და პარტნიორებთან შეთანხმება გიჭირთ. გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯი ან დანაკარგი გელით.


სასწორი


ამ დღეს ნებისმიერი აგრესიისგან თავი უნდა შეიკავოთ. ერიდეთ ავტომობილის სწრაფად ტარებას, სახლში ავეჯის გადაადგილებას, მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერას და სარისკო საქმეებში ჩართვას. კარგი იქნება, თუ საღამოს სახლში, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად გაატარებთ.


მორიელი


ამ დღეს შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეგექმნათ. გახსოვდეთ, ავადმყოფობა თავისთავად არ გაქრება. გართულებების თავიდან ასაცილებლად, ექიმს მიმართეთ. ხელსაყრელი დღეა ეკლესიაში წასვლისა და ლოცვისთვის.


მშვილდოსანი


ვარსკვლავების არახელსაყრელმა განლაგებამ შესაძლოა, ფინანსური ზარალი ან მუშაობაში შეცდომები გამოიწვიოს. დიდი ძალისხმევა დაგჭირდეთ, რათა შექმნილი მდგომარეობიდან ღირსეულად გამოხვიდეთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი საზოგადოებრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობა დაზარალდეს. ნუ ინერვიულებთ, დროთა განმავლობაში ყველაფერი მოწესრიგდება.


თხის რქა


ერიდეთ აქტიურ მოქმედებებს, გაუმართლებელ რისკს და ცდუნებებს. ხელსაყრელი დღეა საჩუქრების მიღებისა და გაცემისთვის, თხოვნის შესრულებისთვის. საღამო ოჯახის წევრებისა და მეგობრების წრეში გაატარეთ.


მერწყული


კარგი დღეა წარსულის გასააზრებლად. თქვენი მორალური სიმშვიდე ოჯახზეც დადებითად აისახება. ძლიერდება თქვენი აურა და ადამიანებზე ზემოქმედების უნარი. თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია განვითარების ახალი საფეხური, ახალი საქმეები და საინტერესო გეგმები. თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, ნებისმიერ საქმეში საკუთარი გამოცდილების იმედით დაიწყეთ და არა - ციური ძალების დახმარებს მოლოდინით.


თევზები


ხელსაყრელი დღეა განმარტოვებისა და განვლილი ცხოვრების ანალიზისთვის. ამ დღეს თქვენი მისია თანაგრძნობასა და მსახურებაში მდგომარეობს. ნურც კი გაიფიქრებთ საკუთარ სინდისთან გარეგებაზე წასვლას. ერიდეთ ხმაურიან წვეულებებს და სპირტიან სასმელებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42