შეიარაღებული ძალების II საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან 5 წელი შეუსრულდა
საზოგადოება - 18:48, 01 Nov, 2013     1012

საქართველოს შეიარაღებული ძალების II საარტილერიო ბრიგადას დღეს დაარსებიდან 5 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ხონის სამხედრო ბაზაზე ახალწვეულთა ფიცის მიღების ცერემონიალი გაიმართა. დღეიდან 892 წვევამდელი საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სხვადასხვა ქვედანაყოფში ერთი წლის განმავლობაში გააგრძელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს. მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს საქართველოს სამხედრო შეიარაღებულ ძალების ოჯახს  ვაჟკაცი პატრიოტების კიდევ ერთი დიდი ნაწილი შემოუერთდა. ბრიგადის დაბადების დღე თავდაცვის მინისტრმა არტილერისტებთან ერთად აღნიშნა. საზეიმო ცერემონიალზე  ირაკლი ალასანიამ II საარტილერიო ბრიგადის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ კახა ტაბატაძეს უწყებრივი მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“ გადასცა.

მან ჯილდო ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ინიციატივისთვის მიიღო.  გაერთიანებული შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ ხუთი სამხედრო მოსამსახურე მედლებით - „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“ - დააჯილდოვა. გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა არსენ ცუხიშვილმა 10 სამხედრო მოსამსახურეს, დისციპლანასა და საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისთვის, საპატიო სიგელები გადასცა.

ჯილდო მიიღო, ასევე  II საარტილერიო ბრიგადის „152 მმ-იანი დანა“ ბატალიონმა. დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბესიკ გოფოძემ ბატალიონის სამხედროებს, საპატიო დაფა გადასცა, როგორც 2013 წლის დოდ-ის საუკეთესო საარტილერიო ბატალიონს.

„მეორე საარტილერიო ბრიგადა განსაკუთრებული ქვედანაყოფია. წელს ბრიგადა ყველა შეფასებით ყველაზე მობილიზებულ და მაღალი საბრძოლო მზადყოფნის ქვედანაყოფად გამოირჩევა. ამიტომაც, მისი ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი ტაბატაძე და მთელი ბრიგადა განსაკუთრებული ღვაწლისთვის დაჯილდოვდნენ“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მეორე საარტილერიო ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, ბაზაზე სამხედრო ტექნიკის გამოფენაც მოეწყო. სამხედროებს ბრიგადის დაბადების დღე ქალაქ ხონის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიულოცეს. წვევამდელებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება ოჯახის წევრებმა და ახლობლებმაც მიულოცეს. საზეიმო ღონისძიება ხონის კულტურის სახლის მიერ ორგანიზებული კონცერტით დასრულდა.  





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42