როდესაც სადმე მიფრინავთ და თან ეს მგზავრობა გრძელი და ხანგრძლივია, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ თუ რას მიირთმევთ. გამგზავრებამდე აუცილებელია ისეთი კერძების მირთმევა, რომელიც თქვენს კუჭს არ გააღიზიანებს. გთავაზობთ საჭმლებს, რომელიც შესაძლოა ფრენის დროს დისკომფორტის წყაროდ იქცეს:
ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბიუსელის კომბოსტო

ალბათ გაოცებული ხართ, რადგან ბევრგან წაგიკითხავთ და გაგიგიათ, რომ ბროკოლი თქვენი ჯანმრთელობისთვის კარგია. დიახ, ეს ნამდვილად ასეა, თუმცა ფრენის წინ მისი მიღება თქვენს მუცელში გაზების დაგროვებას შეუწყობს ხელს.
შაქრიანი საკვები

საჭმლები, რომლებიც დიდი ოდენობით ნახშირწყლებს (განსაკუთრებით შაქარს) შეიცავს, ხელს უწყობს აირების დაგროვებას. ლაქტოზამ შესაძლოა გამოიწვიოს დისკომფორტი, ასევე ფრუქტოზაც (ხახვი, არტიშოკები, მსხალი, ხორბალი...) და სორბიტი (ვაშლი, ატამი, ქლიავი) ხელს შეუწყობს თქვენს არაკომფორტულ მგზავრობას.
მძიმე საჭმელი

სანამ თქვენი ფრენის დრო მოვა აეროპორტში ბურგერებს და ფრის წააწყდით და გინდათ მისი გემოთი დატკბეთ? მართალია, მისი მადისაღმძვრელი სუნი რთული დასაძლევია, თუმცა დაფიქრდით იმაზე, რომ თქვენ უნდა გაფრინდეთ, რა დროსაც კომფორტი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე წამიერი სიამოვნება ჭამის დროს.
თუმცა რა შეგიძლიათ მიირთვათ ფრენამდე?

ჯანსაღი წასახემსებელი საჭმელი, მაგლითად ნუში, ასევე პროტეინითა და დიეტური ნახშირწყლებით მდიდარი სხვა პროდუქტები.
მასალის გამოყენების პირობები






