დედის შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები: "ზურგში დანა ჩაარტყა, ცხედარი ხალიჩაში გაახვია და ცეცხლი წსუკიდა"
სამართალი - 11:36, 04 Mar, 2020     2022
ბოლო თვეებია საქართველო მკვლელობების სერიამ მოიცვა. გუშინ, გვიან ღამით, თბილისში საზარელი ფაქტი მოხდა - 29 წლის ბიჭმა, საკუთარი დედა, დედის დღის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლა და გვამს ცეცხლი წაუკიდა.

როგორც "ნიუპოსტს" ისნის რაიონში მცხოვრებლები უყვებიან, მეზობლებმა სახანძრო მას შემდეგ გამოიაძეს, რაც ბიჭმა ნაგვის დაწვის მოტივით, ხანძარი გააჩინა, ცეცხლის კერების მატებამ კი ადგილობრივები შეაშინა.

ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, რომ ბიჭი პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა და ის თავდაპირველად სწორედ სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. დაკითხვისას, საეჭვო საქციელის გამოკვეთის შემდეგ პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დაბრუნება გადაწყვიტა და ეზოში ნახევრადდამწვარი 62 წლის ქალის ცხედარი იპოვა.

საქმის მასალების თანახმად, მიმდინარე წლის 2 მარტს, ახალგაზრდა კაცმა ბ.ს.-მ დედას - 1958 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილი ქალის ცხედარს მათსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი წაუკიდა.

გეთიას ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველია და ჩაკეტილი ცხოვრების წესით ცხოვრობდა. ადგიულობრივების მონაყოლით, ქალი ხშირად სვამდა, რაც კონფლიქტის მიზეზი არაერთხელ გამხდარა. როგორც "ნიუპოსტს" ადგილობრივმა მოუყვა, ქალი საკმაოდ კარგად ხატავდა, რაც თავის რჩენის ერთერთი საშუალება იყო.

"ხმაურმა გაგვაღვიძა, ნაგავს წაუკიდააო, ბოლო გაირკვა, რომ მოკლული დედის ცხედრის მოშორება უნდოდა... ქალი კარგად ხატავდა და რესტორნებში ხალხის ხატვით ირჩენდა თავს" - აცხადებს ჩვენთან ერთ_ერთი მეზობელი. მისი თქმით, რესტორნები ხშირად, სოციალურად დაუცველს მორჩენილ საჭმლებს ატანდა, რაც ქალს შვილისთვის მოჰქონდა.

რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულს, მეზობლები ახალგაზრდა მამაკაცს ფაქტობრივად არ იცნობენ, რადგან მათი თქმით, ის სახლიდან იშვიათად გამოდიოდა. "ნიუპოსტთან" საუბრიას ადგილობრივები აცხედებენ, რომ ბიჭი არაკონტაქტური იყო, "ხშირად სვამდა და ბომჟივით ცხოვრობდა... თითქმის არავის ეკონტაქტებოდა."

ადგილობრივების თქმით, მკვლელობის მომენტში მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და იგინებოდა.

„შეურაცხადივით იქცეოდა, საკუთარ სახლში ნაგვის დაწვასაც არ მაცდიანო, პოლიციასაც ხელი ჰკრა. ქალის ცხედარი მეორე დღეს იპოვეს, ნახევრრად დამწვარია, დანა ზურგში ჩაურტყამს, ხალიჩაში გაახვია და ხეცხლი წაუკიდა“- აცხადებს მეზობელი.

გეთიას ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები ამბობს, რომ ახალგაზრდა ვიდეოთამაშებს და საშინელებათა ფილმებს გვიანობამდე უყურებდა, თუმცა აქვს თუ არა ამ ფაქტს მომხდართან შეხება ამის თქმა უჭირს.

უმძიმეს საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42