"ზიარების ბარძიმს რომ მივუახლოვდები, სულ ეს შემთხვევა მახსენდება და უფლის სისხლისა და ხორცისგან მხოლოდ სიცოცხლეს და კურნებას ველი" - დეკანოზი თამაზ ლომიძე
სოც.მედია - 19:31, 02 Mar, 2020     1462

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, ის ზიარების საიდუმლოსა და კორონა ვირუსის გამო შექმნილ აჟიოტაჟს ეხმაურება, დეკანოზის თქმით მას ზიარების დროს ყოველთვის ახსენდება ერთი მაგალითი სახარებიდან, რომელიც იესოსა და კეთროვანი კაცის შესახებ მოგვითხრობს. თუ რა კავშირია ამ ფაქტსა და დღევანდელ რეალობას შორის ამის შესახებ მამა თამაზის პოსტში გაიგებთ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ზიარების ბარძიმს როცა მივუახლოვდები...

მიუხედავად იმის, რომ იესო ქრისტე აუქმებს იერუსალიმის ტაძარზე მიჯაჭვულ ღვთის თაყვანისცემას და ამბობს, რომ ახლა სულით და ჭეშმარიტებითაა თაყვანისცემა საჭირო და მთავარია იმ სულთან და სიტყვასთან ზიარება,რომელიც ზეციდან ჩამოსულმა მოუტანა მათ, მაინც, უფალი მისი მორწმუნეებისთვის ამქვეყნად ტოვებს ზიარების პურსა და ღვინოს, რომელსაც უწოდებს საკუთარ სისხლსა და ხორცს, რომელთანაც გააზრებული და შეუეჭევებელი რწმენით ზიარებისას, ადამიანი ეზიარება ღმერთს - "ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე - მასში." (ინ. 6,56) და ასევე "ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს." (ინ. 6,54)

სახარებაში მრავალ ადგილასაა ნახსენები, რომ ხალხი გუნდ-გუნდად დაჰყვებოდა იესოს, ზედ აწყდებოდნენ, ცდილობდნენ შეხებოდნენ და კურნება მიეღოთ. უფალიც თავს არ არიდებდა მათ, რჩებოდა მათთან, შეიწყნარებდა, ჰკურნავდა და ტვირთულობდა მათ უძლურებას.

საგულისხმოა იესოს შეხვედრა კეთროვნებთან. კეთრი უმძიმესი ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელიც უკურნებელ სენად ითვლებოდა იმ დროს. უფრო მეტიც, იუდეველები კეთროვანს ცოცხალ მკვდრად თვლიდნენ. სასტიკად აკრძალული იყო არა თუ კეთროვანთან მიახლოვება, არამედ მათ ქალაქის გალავანს შიგნითაც არ ჰქონდათ შესვლის უფლება. თუ ვინმე კეთროვანს შეეხებოდა, თვითონაც ინფიცირებულად ითვლებოდა და მასაც ეკრძალებოდა ხალხთან კონტაქტი. არავის შეეძლო კეთროვნის განკურნება გარდა ღმერთისა და მისგან მოსული მესიისა, რომელსაც იუდეველნი ელოდნენ.

და აი, ქალაქ კაპერნაუმთან, მთაზე ქადაგება რომ დაასრულა იესომ, ჩამოვიდა მთიდან და გაჰყვა მას დიდძალი ხალხი. აქ შემოხვდა მას ერთი კეთროვანი კაცი, კურნება სთხოვა და უთხრა: თუ გნებავს, შეგიძლიაო განწმენდა ჩემი. ქრისტე კი, ადამიანის სიყვარულის გამო, სამაგალითოდ სჩადის აკრძალულ საქმეს. ხელი გაიწოდა უფალმა, შ ე ე ხ ო კეთროვანს და უთხრა: მნებავს, განიწმინდე! და იმ წამს განიკურნა მძიმე სნეული. ქრისტემ კი ხალხით გარშემორტყმულმა გააგრძლა გზა კაპერნაუმისკენ, არავინ გარიდებია მას, როგორც ინფიცირებულს, არავის შეშინებია მის გვერდით ყოფნა და კვლავ მისგან კურნების და სიცოცხლის მომლოდინენი რწმენით მისდევდნენ მას.

ზიარების ბარძიმს რომ მივუახლოვდები, სულ ეს შემთხვევა მახსენდება და უფლის სისხლისა და ხორცისგან მხოლოდ სიცოცხლეს და კურნებას ველი" - წერს თამაზ ლომიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42