საზღვარზე 24 საათის განმავლობაში კონტროლი 1600-მა ადამიანმა გიარა, მათგან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მხოლოდ 3-ის გახდა საჭირო
ჯანმრთელობა - 18:35, 02 Mar, 2020     2547
სასაზღვრო და საჰაერო პუნქტებზე მგზავრების შემოწმება გაძლიერებულია - ამის შესახებ განცხადება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ თალაკვაძემ გააკეთა. მისი თქმით საზღვარზე 24 საათის განმავლობაში კონტროლი 1600-მა ადამიანმა გიარა და მათგან მხოლოდ 3-ის გადაყვანა გახდა საჭირო სამედიცინო დაწესებულებაში.

“ჩვენ დამატებით ვაძლიერებთ სასაზღვრო და საჰაერო პუნქტებს. წითელი ჯვრის მოხალისეები ჩაერთვებიან აღნიშნულ ღონისძიებებში, რომ მაქსიმალურად მოხდეს ყველა ღონისძიების გატარება ჩვენი რესურსებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა იმ მგზავრმა, რომელიც მოდის რისკ-ზონიდან, ითანამშრომლოს ჩვენთან და დეტალურად მოგვიყვეს ყველა იმ ინფორმაციის შესახებ, რომელიც მათ გააჩნიათ, არ დამალონ სიმპტომები, რომელიც აქვთ. საზოგადოებას მინდა ვთხოვო, რომ ყველა იმ რესპირაციული სიმპოტომის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის დაკავშირებული შესაძლო შემთხვევებთან, მიმართონ ოჯახის ექიმებს, რომ არ გამოიწვიოს აღნიშნულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების გადატვირთვა.

ამ დროისთვის, საკარანტინო ზონაში რჩება 120-მდე ადამიანი, კლინიკაში რჩება 35 ადამიანი. 24 საათის განმავლობაში საზღვარზე 1600 ადამიანმა გაიარა შემოწმება, რომელთაგან ორი ადამიანი სასაზღვრო პუნქტიდან გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე, მედიას მინდა ვთხოვო დაიცვან უსაფრთხო პერიმეტრი მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე და ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო მედიას, რომ ასე თანამშრომლობს და ხელს უწყობს ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანას. გუშინ, 112-თან შეთანხმებით, დამატებითი ფილტრაციისთვის შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ყველა გამოძახებულ ზარზე აკეთებს რეაგირებას, ატარებს ინტერვიუს და იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევა საჭიროებს გადაყვანას, გადაგვყავს შესაბამის კლინიკაში”,- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42