იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვმა კორონავირუსზე "ფორმულას" ეთერში ისაუბრა.
კულუმბეგოვმა კორონავირუსით დაინფიცირებისგან თავის დაცის მიზნით გადაუდებელი შემთხვევების გარდა საზოგადოებას საზღვარგარეთ გამგზავრებისაგან თავის შეკავება ურჩია.
იმუნოლოგმა აღნიშნა, რომ ინფექციის გადაცემის მთავარი წყარო ხელია და ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელის ჰიგიენის დაცვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
"ვურჩევ საქართველოს ყველა მოქალაქეს თუ გაადაუდებელი აუცილებლობა არ არის უცხოეთში წასვლისგან თავი შეიკავოს და ამით საკუთარ თავებს, შვილებს, ოჯახის წევრებსა და ჩვენ ყველას გაგვიფრთხილდნენ. მოვა სითბო, დათბება, გაზაფხულის პერიოდი დაიწყება და ალაბთ როგორც ყველა რესპირაციული ინფფექცია ესეც გათავდება. რაც შეეხება ხელის ჰიგიენას, მას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ხელი საათში 20-30-ჯერ მიგვაქვს სახის არესთან, ამიტომ ამ ინფექციის გავრცელების ყველაზე დიდი წყარო ხელია. ასევე გამოიყენეთ 60%-იანი სპირი. რაც შეეხება ნიღაბს ის უნდა ატაროს ავადყოფმა ადმაიანებმა. ყველაზე მთავრი კი სრული სიმშვიდე და დროული მიმართვიანობაა", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა "ფორმულას" ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები