„მავნებელია მღვდელი, რომელიც ამბობს ზიარება კორონა ვირუსს კლავსო და ის ადამიანიც, ვინც ზიარების საიდუმლოს აკნინებს“ - მამა ანდრია საპატრიარქოს მოუწოდებს საკვირაო წირვა პირდაპირ ეთერში ჩაატაროს
სოც.მედია - 13:33, 01 Mar, 2020     2041
მღვდელმონაზონი ანდრია სარია კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, საზოგადოების ეკლესიისა და ზიარებისადმი დამოკიდებულების გამო, საპატრიარქოს ურჩევს საკვირაო წირვა, კათოლიკური ეკლესიის მსგავსად, პირდაპირ ეთერში ჩაატაროს.

„კორონა ვირუსზე და კოვზზე ძალიან იდიოტურ განცხადებას აქვეყნებს ზოგიერთი ,,ნიჭიერი'' ახალგაზრდა. მღვდელი, რომელიც ამბობს ზიარება კორონა ვირუსს კლავსო, ის ნამდვილად მავნებელია, მაგრამ ის ადამიანიც მავნებელია ვინც ზიარების საიდუმლოებას აკნინებს თავისი შეხედულებებით. ჩვენ არ ვამბობთ: დაინფიცირებულის ნერწყვი შესვი, შიდსიანის სისხლი დალიე, ტუჩები გადაუკოცნე და რწმენით გადარჩებიო. სიფრთხილეს ნამდვილად თავი არ სტკივა და წერია: არ განსცადო უფალი ღმერთი შენი, მაგრამ ასევე სწერია: მცირედსა ზედა სარწმუნო იყავ დიდსა ზედა დაგადგინო შენ! ქრისტიანისთვის ცხოვრების მიზანია ქრისტესთან თანაზიარება... ნამდვილად არის საშიშროება დაინფიცირების საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებსა და ქუჩაში, არც ტაძრის ეზოა გამონაკლისი ამ მხრივ. მე მორწმუნე ვარ და არ მოვკვდებიო, ამას საღი აზრის მქონე ადამიანი არ იტყვის, თუმცა ერთჯერადი კოვზიც რომ შემოიტანო კორონათი დაინფიცირებული ისედაც ,,გადმოგცემს'' ამ ვირუსს უკოვზოდ. მეცნიერება და რელიგია შეულებელია ყველაფერში შეთანხმდეს, ეს არის რწმენითი ნაწილი და ვისაც არ წამს, ბუნებრივია, მათ აქვთ უფლება საკუთარ ოჯახისწევრებს მკაცრად მოთხოვონ ტაძარში მისვლისგან თავი შეიკავონ, მაგრამ მღვდლებს ნუ მოგვთხოვთ ზიარებაზე უარი ვთქვათ. მორწმუნე საზოგადოებისთვის კი დიდი კრიზისი არ იქნება ორი თვე თავი შეიკავონ ზიარებისგან თუ შეშინებულები არიან იყვნენ სახლში. საპატრიარქომ კი მიბაძოს კათოლიკურ ეკლესიას და ყოველკვირა პირდაპირ ეთერში ჩაატაროს წირვა (ისედაც ხომ მიმართავენ ამ ხერხს დიდ დღესასწაულებზე)...“ -წერს მამა ანდრია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42