არქიმანდრიტის, იოვანე მჭედლიშვილი კორონავისურის გავრცელების გამო ზიარების წესის შეცვლაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
მისი თქმით კორონავირუსის გავრცელების გამო ზიარების წესი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ შეცვლილა და ეს არც წარსულში, უფრო საშიში ეპიდემიების გავრცელების დროს მომხდარა.
„რუმინეთის ეკლესიაზე იყო საუბარი და ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად სხვა შინაარსის იყო რუმინეთის მღვდელმთავრის მოწოდება. დაახლოებით ნახევარი მილიარდი მართლმადიდებელი ქრისტიანი ცხოვრობს სხვადასხვა ქვეყანაში და მსგავსი რამ არსად უთქვამთ, ჩვენ რატომ უნდა გავაკეთოთ. მითუმეტეს, რომ ამ 2000 წლის განმავლობაში უამრავი ეპიდემია მომხდარა, მაგრამ არაფერი შეუცვლია ეკლესიას. ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა და ასეთი ფაქტი არ მომხდარა არასოდეს და არც მოხდება ღვთის წყალობით“, - განაცხადა არქიმანდრიტმა.
მასალის გამოყენების პირობები