დავით ნარმანიამ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს საჩუქრები გადასცა
საზოგადოება - 14:25, 01 Nov, 2013     1949

დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიურ ცენტრში ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მოინახულა და საჩუქრები გადასცა. მინისტრმა ონკოჰემატოლოგიურ ცენტრს, ასევე, სპეციალური სამედიცინო დანადგარი - ინფუზომატი გადასცა.

 

ინფუზომატი ქიმიოთერაპიის დროს პრეპარატების დოზირებისთვის გამოიყენება და პროცესის მნიშვნელოვან შემადგენელს წარმოადგენს. მისი შეძენა იმ სახსრებით მოხერხდა, რომელიც სპონსორმა ორგანიზაციებმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული III საერთაშორისო კონფერენციის - „საავტომობილო გზები და მიწისქვეშა კომუნიკაციები“ - გასამართად გამოყვეს.

 

„ჩვენ პერიოდულად ვეხმარებით ხოლმე ცენტრს იმისათვის, რომ ამ ბავშვებს მდგომარეობა შევუმსუბუქოთ და მაქიმალურად ამოვუდგეთ მხარში. აპარატი, რომელიც დღეს ცენტრს გადავეცით, ბავშვებს გამოჯანმრთელებაში დაეხმარება. გარდა ამისა, ჩვენი სამინისტრო მუდმივად მონაწილეობს უანგარო დონაციის აქციაში. დღესაც გავიღე სისხლი. მინდა, ამით მაგალითი მივცე მთელს საქართველოს, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალური გავაკეთოთ ამ ბავშვების მხარდასაჭერად,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკის სამედიცინო დირექტორის, თამთა დემურიშვილის ონფორმაციით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. „უპრეცედენტო იყო ის შემთხვევა, რაც ამ სამინისტრომ გააკეთა. კონფერენციის ფარგლებში სპონსორებისგან შემოსული თანხა იმისთვის გამოიყენა, რომ ჩვენ ინფუზომატი შეგვეძინა. ეს აპარატი ქიმიოთერაპიის სწორად წარმართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა მინისტრს და სამინისტროს იმისათვის, რომ ასე გვიდგანან მხარში და მაგალითს აძლევენ ჩვენს თანამოქალაქეებს,“ - განაცხადა თამთა დემურიშვილმა.

 

დავით ნარმანიამ დღესვე უანგარო დონაციის ფარგლებში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42