ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლა ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებით იქნება დასჯილი. შს სამინისტროს ინიციატვით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსს" სპეციალური მუხლი ემატება.
ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატება:
რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვაში ან სხვაგვარი დამამცირებელი ქმედებაში, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას;
ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლაში; რელიგიური შუღლის და სიძულვილის საჯაროდ გამოხატვაში ან ამგვარი ქვედებისკენ საჯაროდ მოწოდებაში;
რელიგიური შენობების და სხვა სიწმინდეების წაბილწვაში, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთებაში ან მათ დაზიანებაში - პროექტის თანახმად, ასეთი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე, ხოლო წლის განმავლობაში მისი განმეორების შემთხვევაში პირი 1000- დან 1500 ლარამდე დაჯარიმდება ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება.
მასალის გამოყენების პირობები






