გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომლისგან ნაყიდმა ბილეთებმაც 2 კვირის მანძილზე ,,ლოტო 6/42’’-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.
ეთერ შავლიძე ბათუმის თამარის დასახლებაში ლატარიის მე-18 ჯიხურში მუშაობს. ის 8 წელია ლატარიის ბილეთებს ყიდის, მისი იღბლიანი ხელებით ამობეჭდილი და მიწოდებული ლატარიის ბილეთები კი თითქმის ყოველთვის მოგებიანია.
თუმცა, ბათუმის თამარის დასახლებაში მდებარე მე-18-ე ჯიხურმა და მეჯიხურემ სახელი მას შემდეგ გაითვეს, რაც იქ შეძენილი ,,ლოტო 6/42’’-ის ბილეთით კვაჭაძეების სოცილურად დაუცველმა ოჯახმა 1 182 454 ლარი მოიგო. ჯეკპოტის გათამაშების შემედეგ კი სულ რაღაც ორ კვირაში ეთერ შავლიძის გაყიდულმა ,,ლოტო 6/42’’-ის 2 ლარიანმა ბილეთმა 14 280 ლარის მოგება მოიტანა. ამ ბილეთის იღბლიანი მფლობელი 24 წლის რუსუდან უგულავაა, რომელმაც ლოტოს თამაში ჯეკპოტის გათამაშების შემდეგ დაიწყო და იღბლიანი მეჯისურისგან შეძენილმა პირველმა ბილეთმა მას 14 280 ლარი მოაგებინა.
ეთერ შავლიძე ყოველი მოგების შემდეგ თავადაც ბედნიერია და როგორც ამბობს, თვითონაც მოგებულივით თითქმის იგივე სიხარულს განიცდის. საქართველოში ყველაზე იღბლიანი ლატარიის ჯიხურის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე მომხმარებელბს ლატარიის თამაშისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ლატარიის მოგება რეალურია და ის არაერთი მოგებული ადამიანის უკეთესობისკენ შეცვლილი ცხოვრების მომსწრეა.
გახსოვდეთ -იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას.





მასალის გამოყენების პირობები






