26 თებერვალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოემზადონ სამუშაო ადგილები ახალი კორონავირუსისთვის.
‘’ჯანმო’’ საზოგადოების ყველა სექტორს, მათ შორის ბიზნესებსა და დამსაქმებლებს დაავადების გავრცელების შესაჩერებლად მოქმედებისკენ მოუწოდებს.
ჯანმო წერს, რომ როდესაც ადამიანი ახალი კორონაირუსით არის დაავადებული, დახველებისას ან ამოსუნთქვისას ვირუსის წვეთებს ავრცელებს, რომლებიც მეტწილად ახლომდებარე ზედაპირს ან ნივთებს ეცემა. ადამიანები, შესაძლოა, კორონავირით დაავადდნენ, თუ ასეთ დაბინძურებულ ზედაპირებს შეეხებიან და შემდეგ ხელს თვალთან, ცხვირთან ან პირთან მიიკარებენ. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი კორონავირუსით დაავადებული პირისგან 1 ან 2 მეტრის მოშორებით იმყოფება, ის, შესაძლოა, ვირუსით სუნთქვის დროს დაავადდეს. ამრიგად, ჯანმო წერს, რომ კორონავირუსი გრიპის მსგავსად ვრცელდება.
"გახსოვდეთ - ახალი კორონავირუსისთვის მომზადების დრო ახლაა. მარტივ სიფრთხილის ზომებს და დაგეგმვას დიდი ცვლილებების მოტანა შეუძლია. ახლანდელი ქმედება თქვენი დასაქმებულების და თქვენი ბიზნესის დაცვაში დაგეხმარებათ," - წერს ჯანმო.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გვარცელებული რეკომენდაციების მიხედვით, გაეცანით სამსახურში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის რამდენიმე მარტივ წესს:
ჯანმო სამუშაო ადგილებს მოუწოდებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ კორონავირუსი მათ საზოგადოებაში ჯერ არავის აქვს, დამსაქმებლებმა ქვემოთჩამოთვლილი ზომები მაინც გაატარონ. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურში ვინმეს დაავადება დაუდგინდება, სამუშაო დღეების რაოდენობა უნდა შეამცირონ, რაც სამსახურში ვირუსის გავრცელებას შეაჩერებს ან შეანელებს.
1. დარწმუნდით, რომ თქვენი სამუშაო ადგილი სუფთაა და ჰიგიენის წესები დაცულია.
მაგიდის ან სხვა ნივთების ზედაპირებს და სხვადასხვა ნივთებს რეგულარული დეზინფექცია ჩაუტარეთ. ვირუსიან ზედაპირზე შეხება კორონავირუსის გავრცელების ერთერთი გზაა.
2. დასაქმებულებს, კონტრაქტორებსა და მომხმარებლებს ხელის რეგულარული დაბანვისკენ მოუწოდეთ.
სამუშაო ადგილას განათავსეთ სანიტარული ხელის საწმენდი დიპენსერები. დარწმუნდით, რომ ისინი სავსეა.
განათავსეთ ხელის დაბანვისკენ მომწოდებელი პოსტერები. დარწმუნდით, რომ სამუშაო ადგილას მყოფებს საპონსა და წყალზე წვდომა აქვთ. ხელების დაბანა, ხელზე ვირუსის წვეთის არსებობის შემთხვევაში, მას კლავს.
3. სამუშაო ადგილას მყოფებს კარგი რესპირატორული ჰიგიენისკენ მოუწოდეთ:
ეს შესაძლებელია პოსტერებით, ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციიდან, ბრიფინგებიდან, ინტერნეტიდან და სხვ.
დარწმუნდით, რომ სამუშაო ადგილზე გაქვთ ნიღბები, ხელსახოცები, იმ შემთხვევაში თუ სამუშაო ადგილას ვინმეს დაახველებს ან სურდო ექნება - რესპირატორული ჰიგიენა კორონავირუსის გავრცელების რისკს ამცირებს.
4. დასაქმებულებსა და კონტრაქტორებს მოუწოდეთ, რომ ბიზნეს ვიზიტამდე ეროვნული მოგზაურობის რჩევები გაითვალისწინონ.
5. დასაქმებულებს, კონტრაქტორებს, მომხმარებლებს უთხარით, რომ თავიანთ საზოგადოებებში კორონავირუსის გავრცელების შემთხვევაში, იმ შემთხვევაშიც კი თუ ვინმეს არამწვავე სიმპტომები აღენიშნება (37.3 C ან მეტი სიცხე), სახლში უნდა დარჩნენ. აუცილებელია, რომ ისინი იმ შემთხვევაშიც დარჩნენ სახლში ან სახლიდან იმუშაონ, თუ სიცხის დამწევი წამლები მაგალითად, ასპირინი, იბუპროფინი, პარაცეტამოლი, აცეტამინოფენი მიიღეს - ამ წამლებით დაავადების სიმპტომები მხოლოდ ინიღბება.
მუდმივად ეკონტაქტეთ მათ და გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ ნებისმიერი არამწვავე სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაშიც კი სახლში დარჩნენ.
დასაქმებულებს განუმარტეთ, რომ გაცდენილი დღეები დაავადების გამო გაცდენად ჩაითვლება.
როდესაც თქვენ დასაქებულებთან ერთად მოგზაურობთ, გაითვალისწინეთ შემდეგი:
1. მგზავრობამდე:
დარწმუნდით, რომ თქვენ დაწესებულებას და დასაქმებულებს უახლესი ინფორმაცია აქვთ კორონავირუსის გავრცელების ადგილებზე.
უახლოეს ინფორმაციზე დაყრდნობით, ამა თუ იმ ორგანიზაციამ მოგზაურობის სარგებელი და რისკები უნდა შეაფასოს.
კორონავირუსის გავრცელების ადგილებში თავიდან აირიდეთ იმ დასაქმებულების გამგზავრება, რომლებიც სერიოზული დაავადების მაღალი რიკის ქვეშ არიან, მაგალითად, ასაკოვანი დასაქმებულები და დიაბეტის, გულის დაავადების ან ფილტვების დაავადების მქონე პირები.
დასაქმებულების პატარა ალკოჰოლის შემცველი, ხელების სადეზინფექციო საშუალებით გამგზავრება რეგულარული ხელების გასუფთავების ერთერთი საშუალებაა.
2. მოგზაურობის დროს:
დასაქმებულებს ხელების რეგულარული დაბანისკენ მოუწოდეთ. სულ მცირე, ერთი მეტრის მოშორებით დადექით ადამიანისგან რომელიც აცემინებს ან ახველებს.
დარწმუნდით, რომ დასაქმებულებმა იციან, თუ რა გააკეთონ იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურობის დროს იგრძნეს, რომ ავად არიან.
დარწმუნდით, რომ დასაქმებულები ადგილობრივ მაღალჩინოსნების ინსტრუქციას დაემორჩილებიან. თუ მათ სადმე არწასვლისკენ მოუწოდეს, ისინი ამას უნდა დაემორჩილონ. თქვენი დასაქმებულები ყველა ადგილობრივ შეზღუდვას უნდა დაემორჩილონ იქნება ეს მოგზაურობასთან, გადაადგილებასთან თუ დიდ თავშეყრის ადგილებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეზღუდვა.
3. როდესაც დასაქმებულები მოგზაურობიდან დაბრუნდებიან გაითვალისწინეთ შემდეგი:
დასაქმებულებმა, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების ადგილიდან დაბრუნდებიან, 14 დღის განმავლობაში სიმპტომებზე თავიანთი თავები უნდა შეამოწმონ და დღეში ორჯერ გაიზომონ ტემპერატურა.
იმ შემთხვევაშიც თუ მათ არამწვავე ხველა განუვითარდათ ან დაბალი სიცხე (37.3 ან მეტი) ექნებათ, ისინი სახლში უნდა დარჩნენ და იზოლაციაში მოექცნენ. ეს ნიშნავს, რომ მათ თავი უნდა აარიდონ ახლო კონტაქტს ადამიანებთან (1 მეტრის მანძილზე ან უფრო ახლოს), მათ შორის ოჯახის წევრებთან. ასეთ შემთხვევაში, მათ უნდა დაურეკონ ექიმს ან დაუკავშირდნენ ადგილობრივ საზოგადოებრივ ჯანდაცვის დეპარტამენტს და მათ მოგზაურობაზე, სიმპტომებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ.
იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსი თქვენ საზოგადოებაში გავრცელდება, მოამზადეთ თქვენი ბიზნესი:
1. შეიმუშავეთ გეგმა, თუ რა უნდა მოიმოქმედოთ იმ შემთხვევაში თუ სამუშაო ადგილას ვინმეზე ახალი კორონავირუსით დაავადებას ეჭვობთ.
გეგმა უნდა მოიცავდეს დაავადებული ადამიანის ცალკე ოთახში, სხვებისგან იზოლირებულად განთავსებას. შეამცირეთ იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც მასთან აქვს კონტაქტი. დაუკავშირიდით ადგილობრივ ჯანმრთელობის მაღალჩინოსნებს.
გაითვალისწინეთ, თუ როგორ ამოიცნოთ ადამიანები, რომლებიც შესაძლოა რისკის ქვეშ იყვნენ, მხარი დაუჭირეთ მათ. ისინი შესაძლოა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ბოლო პერიოდში კორონავირუსის გავრცელების ადგილს ეწვივნენ ან სხვა დასაქმებულები, რომლებიც ასაკის ან ისეთი დაავადებების როგორიცაა დიაბეტი, გულის დაავადება და ფილტვების დაავადება, სერიოზულად დაავადების რისკი ქვეშ იყვნენ.
ადგილობრივ ჯანდაცვის წარმომადგენლებს უთხარით გეგმის შესახებ.
2. გაავრცელეთ ინფორმაცია სახლიდან მუშაობის შესახებ. თუ თქვენ საზოგადოებაში კორონავირუსი გავრცელდა ადგილობრივმა ჯანდაცვის მაღალჩინოსნებმა შესაძლოა საზოგადოებას საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრებისგან და ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდონ. სახლიდან მუშაობა თქვენ საქმეს არ შეაჩერებს და თქვენი დასაქმებულები უსაფრთხოდ იქნებიან.
3. შეიმუშავეთ გეგმა თქვენი საქმისთვის ან ბიზნესისთვის:
ვირუსის გავრცელების შემთხვევაში, გეგმა თქვენ ორგანიზაციას მომზადებაში დაეხმარება.
გეგმა უნდა ასახავდეს, თუ როგორ გააგრძელოთ თქვენი ბიზნესი/საქმე იმ შემთხვევაშიც თუ თქვენი დასაქმებულების, კონტრაქტორების, მომწოდებლების დიდი ნაწილი თქვენ დაწესებულებაში, ადგილობრივი აკრძალვის ან ავადმყოფობის გამო, ვეღარ მოვა.
ეკონტაქტეთ თქვენ დასაქმებულებს, კონტრაქტორებს და დარწმუნდით რომ გემის მიხედვით, მათ იციან, თუ რა უნდა ან რა არ უნდა გააკეთონ. ხაზგასმით აღნიშნეთ მნიშვნელოვანი ნაწილები, როგორიცაა სახლში დარჩენა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ არამწვავე სიმპტომები აქვთ ან მიიღეს ისეთი პრეპარატები (პარაცეტამოლი, იბუპროფენი ან სხვ.) რასაც მათი სიმპტომების შენიღბვა შეუძლია.
თუ თქვენ სამსახურში ან საზოგადოებაში ვინმეს კორკონავირუსი აღმოაჩნდება, დარწმუნდით, რომ თქვენი გეგმა მენტალურ ჯანმრთელობას და სოციალურ შედეგებს ითვალისწინებს. მიაწოდეთ მათ ინფორმაცია.
პატარა ან საშუალო ბიზნესებს შეუძლიათ ადგილობრივ ჯანმრთელობის ან სოციალური სერვისის მომწოდებლებთან ითანამშრომლონ ნებისმიერ სასწრაფო შემთხვევაში. ადგილობრივმა ან ეროვნული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაღალჩინოსნებმა შესაძლოა დახმარება შემოგთავაზონ და გეგმის შემუშავებაში დაგეხმარონ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა, გუშინ 26 თებერვალს გამოვლინდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული მოქალაქე საბაჟოდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და სხვა მოქალაქეებთან მას შეხება არ ჰქონია.
ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 80 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,700-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 40-მდე ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია სულ 2500 შემთხვევაზე, საიდანაც 34 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაშია. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა.
ახალი ვირუსის სახელია 2019-nCoV. ცნობილია, რომ ის კორონავირუსის ოჯახთა ჯგუფს მიეკუთვნება. ახალი კორონავირუსის ჩათვლით ამჟამად 7 ტიპის კორონავირუსი არსებობს, რომლებსაც ადამიანის დაავადება შეუძლიათ. აქედან ალფა და ბეტა ტიპის კორონავირუსები ყველაზე გავრცელებულია.
20 იანვარს ჩინეთში განაცხადეს, რომ ახალი ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. 26 იანვარს ჩინეთის ეროვნული კომისიის მინისტრმა მა სიაოვეიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელება ინკუბაციის პერიოდშიც შესაძლებელია, რომელიც 1-დან 14 დღემდე გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადებულ ადამიანს შესაძლოა სიმპტომები არ აღენიშნებოდეს, თუმცა ვირუსის გადამდები იყოს. ხუპეის პროვინციის წარმომადგენლების თქმით არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა ინკუბაციის პერიოდი 14 დღეზე მეტიც იყოს.
ჯერ-ჯერობით ახალი კორონავირუსისთვის თავდაცვითი ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს და მისი მართვა სიმპტომურია.
მასალის გამოყენების პირობები