ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძის განცხადებით, ირანის მოქალაქემ, რომელმაც გუშინ ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებმა პალატაში ინტერვიუს მიცემის დროს შეაბრუნეს, ბოქსირებულ პალატაში ტუმბო გატეხა და კარი მოტეხილი ნაწილით გააღო.
"შემოსვლის დღიდან ზედმეტად გვიჭირდა და დაცვის გამოყენება გვჭირდებოდა იმისთვის, რომ გაგვეჩერებინა", - ამბობს მარინა ენდელაძე მთავართან ინტერვიუში.
ენდელაძის განცხადებით, შემთხვევა განსაკუთრებულად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 თებერვალს, ინფექციურ საავადმყოფოსთან ირანის მოქალაქე ჟურნალისტებს ეუბნებოდა, რომ კორონავირუსი არ დაუდგინდა, რა დროსაც საავადმყოფოდან ორი თანამშრომელი გამოვიდა და ის უკან, ინფექციურ საავადმყოფოში, ძალის გამოყენებით შეაბრუნა.
მასალის გამოყენების პირობები