"კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტს ტემპერატურის მატება არ აღენიშნება და არც ფილტვების ანთება აქვს" - ცერცვაძე
ჯანმრთელობა - 00:23, 27 Feb, 2020     2900

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგობარეობაზე საუბრობს. იგი აცხადებს, რომ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,მას ტემპერატურის მატება არ აღენიშნება და არც ფილტვების ანთება აქვს.

ცერცვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 19 ადამიანია მოთავსებული, მათგან 17 გამოკვლეულია კორონავირუსზე, რომელთაგან ერთს დაუდგინდა კორონავირუსი.


„19 ადამიანი წევს ამჟამად, მათგან 17 გამოკვლეულია ახალი კორონავირუსის ინფექციაზე. ერთს დაუდასტურდა. ბუნებრივია, ვისაც დაუდასტურდა, ის დარჩება ჩვენთან. ამ 16-დან სამი, ვინც საჭიროებს მკურნალობას, არა კორონავირუსის გამო, მაგრამ მაინც საჭიროებს მკურნალობას, მათ გრიპი აქვთ, ისინი დარჩებიან ჩვენთან, ხოლო 13 პიროვნება, რომელსაც არც დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია და მათი მდგომარეობა ამჟამად კარგია, მათ არ აღენიშნებათ ტემპერატურის მომატება და ინფექციის რაიმე სიმპტომები, ისინი გადაყვანილი იქნებიან საკარანტინო სივრცეში და კონტაქტიდან 14 დღის განმავლობაში იქნებიან კარანტინში. ანუ 19-იდან დან 13 პიროვნება გადაყვანილი იქნება კარანტინში, ექვსი დარჩება ჩვენთან. ამ ექვსიდან ერთს დადასტურებული აქვს ინფექცია, სამს არ აქვს კორონავირუსის ინფექცია, მაგრამ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებს, რომ დარჩეს და განაგრძოს მკურნალობა, მათ გრიპი აქვთ. ხოლო ორი ახალი მოსულია და ჯერ გამოკვლეული არ არის“, – განაცხადა ცერცვაძემ.


მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისი მკურნალობისთვის ქვეყანა და ინფექციური საავადმყოფო მზად არის.

„ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ,რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი თუ დადგინდებოდა და დადგინდა ერთი, მისი მკურნალობისთვის ქვეყანა და ჩვენი საავადმყოფო არის მზად. თუ რა სახის მკურნალობა ჩაუტარდება, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რა სიმძიმის იქნება ეს ინფექცია და რა გართულებები ექნება. ამ წუთში მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას ტემპერატურის მომატება არ აღენიშნება და არც ფილტვების ანთება აქვს. ის ამ ეტაპზე რაიმე ინტენსიური თერაპიის ჩატარებას არ საჭიროებს, მაგრამ თუ საჭირო იქნება, ჩაუტარდება ყველა მკურნალობა“,- განაცხადა ცერცვაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42