ინფორმაციას ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს. სასამართლოს EMC-მ მიმართა და მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის გადავადებას მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებამდე ითხოვს.
ორგანიზაციის განმარტებით, მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვალიფიციურმა ექსპერტებმა რამდენიმეჯერ შეაფასეს და ექსპერტიზის დასკვნებში პირდაპირ არის მითითებული, რომ სწორედ საპატიმრო პირობები გახდა მამალაძის ტრავმის მასტიმულირებელი.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2019 წლის დეკემბერში დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ წამებისა და სასტიკი მოპყრობის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების სახელმძღვანელო პრინციპებზე დაყრდნობით მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და საჭირო მკურნალობის მიუღებლობის შემთხვევაში, ინვალიდიზაციის სერიოზული რისკი არსებობს", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
EMC წერს, რომ სტრესისგან თავისუფალ, უსაფრთხო გარემოში დეკანოზის გადაყავანის მნიშვნელობას მისი მკურნალობისთვის, რაც ფსიქოსომატური დაავადების მიზეზის შეცვლისა და მისთვის ადეკვატური და კომპლექსური მკურნალობის მიღების შესაძლებლობას შექმნის.
მასალის გამოყენების პირობები






