დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები კორონა ვირუსის თავიდან ასაცილებლად
ეს საინტერესოა - 10:24, 26 Feb, 2020     9360
მსოფლიოში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხი სულ უფრო იზრდება, დიდია განკურნებულთა რაოდენობა, მაგრამ ასევე დიდია გარდაცვლილთა რაოდენობაც, მოქალაქეები შეშინებულები არიან. საქართველოში მართალია კორონა ვირუსის ჯერ არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ ამის მიუხედავად ხალხში ნამდვილად არის პანიკის ნიშნები. საზოგადოების დასამშვიდებლად და ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს. როგორ უნდა მოვიქცეთ ახალი კორონავირუსული (COVID-19) ინფექციის თავიდან ასაცილებლად? ამაზე პასუხის გასაცემად შემდეგი რეკომენდაციები დაგვეხმარება.

ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით, წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით.
ხელების დაბანა საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით ანადგურებს ხელების ზედაპირზე არსებულ ვირუსებს.
ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ცხვირსახოცი გამოყენებისთანავე დახურულ ურნაში გადააგდეთ და დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით.

ხველისა და ცემინების დროს პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცის ან მოხრილი იდაყვის აფარებით თქვენ ხელს უშლით ვირუსებისა და მიკრობების გავრცელებას.

ხველისა და ცემინებისას ხელის აფარების შემთხვევაში, თქვენი ხელის ზედაპირებზე არსებულ მიკრობებსა და ვირუსებს ავრცელებთ ირგვლივ მყოფ საგნებზე და ადამიანებზე, ამ ქმედებით კი ხელს უწყობთ ინფექციის გავრცელებას.

შინარჩუნეთ არანაკლებ 1 მეტრი მანძილი თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ.

რესპირაციული ინფექციით ინფიცირებული ადამიანი, მათ შორის ახალი COVID-19 ინფექციით, ხველისა და ცემინების დროს ავრცელებს ვირუსის შემცველ წვეთებს, თუ თქვენ ამ დროს იმყოფებით ძალიან ახლო მანძილზე, შესაძლებელია ჩაისუნთქოთ ვირუსი.

არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს

თუ დაბინძურებული ხელებით შეეხებით თვალს, ცხვირსა და პირს, შესაძლებელია ვირუსი საგნების ზედაპირიდან საკუთარ თავზე გადაიტანოთ.

თუ გაქვთ სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება, დროულად მიმართეთ ექიმს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42