ბორჯომში, სასტუმროს ფანჯრიდან გადმოვარდნილი სამი წლის გოგო, სამედიცინო კატასტროფის ბრიგადამ რეანომობილით ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში გადაიყვანა. ბავშვს მოტეხილობები აღენიშნება. ექიმების განცხადებიტ, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
„ტრავმული დაზიანებები აღენიშნება, საშუალო სიმძიმის არის მდგომარეობა, ბარძაყის, წვივის და სხვა ტრავმული დაზიანებებით, მოთავსებულია რეანიმაციაში. სხვა ორგანოები დაზიანებული არ აქვს“, - განაცხადეს „ევექსის“ პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 24 თებერვალს მოხდა. სამი წლის გოგოს ოჯახის წევრები, რომლებიც ქუვეითის მოქალაქეები არიან, ბორჯომში, ერთ-ერთ სასტუმროში ისვენებდნენ.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგაადამ ჯერ ბორჯომის სამედიცინო ცენტრში შეიყანა, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, კვლევების შემდეგ კი თბილისში გააგზავნეს.
მასალის გამოყენების პირობები






