"გადი დაია თუ ძმა ხარ, ეგე ჩაყოლებაზე კიდოა მაღაზიები"- ქართველი გამყიდველი ჩინელ გოგონას არ მოემსახურა
სოც.მედია - 17:37, 25 Feb, 2020     2006

მწერალი და ჟურნალისტი ლუკა ბაქანიძე სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი ჩინელ გოგონას ვარ მოემსახურა.

ლუკა ბაქანიძე წერს, რომ გოგონას დანახვაზე გამყიდველი დახლს ამოეფარა.

“თუთუნს ვყიდულობ მიწისქვეშა მაღაზიაში და გაეძრო ჩინელი თუ მონღოლი გოგო (მაგარ ტანზე), მიაჭრა გამყიდველთან და რაღაცას ეკითხება რუსულად. გამყიდველი დახლს მოშორდა, სადღაც შევიდა და იქიდან ყვირის ქართულად – გადი დაია თუ ძმა ხარ, ეგე ჩაყოლებაზე კიდოა მაღაზიები. რა უნდა, რას ბაზრობსო ესა – გოგო კითხულობს და რუსულად ვუხსნი – მეთქი ტუალეტში შევიდა და მოვა. ცოტა ხანში გამყიდველი ყვირის ისევ – წავიდა თუ მანდ არის კიდე? მეთქი წავიდა.

კორონა-შმორონა მინდა ახლა, სამი შვილი მყავს – თქვა მოფარებულიდან გამყიდველმა და გამოვიდა დახლში, დახვდა ჩინელი, ეგრევე ისევ სადღაც შევარდა და იქიდან მეჩხუბება – რას მიშვები ბაქანიძნე, გურული მაინც არ იყო ბიჭო (ეგეც გურულია). ეხლა სად წავიდა – ჩინელი მეკითხება და ერთი სული მქონდა მეპასუხა – ფაღარათი აქვს და ეგრე დარბის მთელი დღე-მეთქი, მაგრამ გამახსენდა რო ოცი ლარის თუთუნი მმართებს იქა და ვეუნები – მითხარი რისი ყიდვა გინდა და მე მოგაწვდი.

ვიტრინაში რო დევს, აგერ ის მარიხუანის საწევი ჩიბუხი მინდაო – ჩინელმა და -ჰეჰე, ჰეჰეჰე, ჰეჰეჰეჰეჰე,- ეშმაკურად ჩავიხითხითე გოიმი ბერიკაცივით, სათუთად გადმოვუღე ჩიბუხი და მივეცი. ამანაც გადაიხადა და წავიდა თავის გზაზე. რა მინდაო? გამყიდველი იხედება მოფარებულიდან და მეთქი – ჩინური პლანი ქონდა ბიჯო მაგას. რო დარბიხარ აქეთ-იქით რწმენაში ეჭვშეპარული იაღოველივით.” - წერს ლუკა ბარქანიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42