მან აღნიშნა,რომ რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის მიერ დაახლოებით 9 თვის განმავლობაში წარმოდგენილი და უშუალოდ გამოკვლეული იქნა 150-მდე მოწმის ჩვენება, ასევე წარდგენილი იყო ათეულობით ნივთიერი და ასეულობით წერილობითი მტკიცებულება, შესაბამისად, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყოველივე ზემოთხსენებული მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ბრალდებულის მიმართ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი.
„ ჩვენ განვმარტავთ, რომ რა თქმა უნდა, ოჯახის თუ დაცვის მხარის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში , რომელიც ეხება სხვადასხვა პოლიტიკურ სპეკულაციებს, არ შევალთ ამ სიღრმეში, ვინაიდან ეს სცდება ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოებს, ბრალდების მხარის მიერ როგორც ზემოთ აღვნიშნე, იყო წარმოდგენილი არა ერთი როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი მტკიცებულება მოცემულ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც სასამრთლომ სრულად გაიზიარა და დადასტურებულად მიიჩნია მსჯავრდებულის მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. აღნიშნული განაჩენით დადასტურდა, რომ მსჯარვდებული მ.კ. იყო ამსრულებელი, თანაამსრულებელი და ჯგუფის მეორე წევრთან ერთად მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა“- განაცხადა პროკურორმა.
ბესიკ ქვარცხავას თქმით, განაჩენით დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ჭრილობა მიაყენა ბასრი საგნის გამოყენებით დავით სარალიძეს .
„ბრალდების მხარე დაელოდება სასამართლოს განაჩენში მითითებულ მოტივაციას და ამის შემდეგ შეძლებს დანარჩენ გარემოებებზე მსჯელობას“- აღნიშნა პროკურორმა
მასალის გამოყენების პირობები






