ტუმბოს შერჩევისას გარდა სიმძლავრისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ მის ხმაურის დონეს და ენერგომოხმარებას. თანამედროვე ტუმბოები ენერგოდამზოგია. ხარისხიან ტუმბოებს აქვთ კონდესატის არხი.
რა და რა ტიპის წყლის ტუმბოები არსებობს
ქართულ ბაზარზე თქვენ შეხვდებით კლასიკურ, შედარებით ბიუჯეტურ და თანამედროვე ტუმბოებს. ინოვაციური სიხშირული მართვის ტუმბო ენერგოდამზოგია. ის ზუსტად იმდენ ელექტრო ენერგიას მოიხმარს, რისი საჭიროებაც კონკრეტულ მომენტში არსებობს. აღნიშნული მუშაობის პრინციპი გამორიცხავს ჰიდრო დარტყმებს. აგრეგატში წნევის არასასურველ ცვალებადობაც მინიმუმამდეა დაყვანილი. შედეგად, დანადგარი არ იტვირთება. მისი ექსპლოატაციის ხანგრძლივობაც იმატებს. არსებობს სხვადასხვა დანიშნულების ტუმბო: წყლის საცირკულაციო ტუმბო, წყალსაქაჩი, სადრენაჟე, ფეკალური მასების, ჭაბურღილის ტუმბო და მძლავრი სატუმბე სადგურები.
თერმოუნდუსტრიის წყლის ტუმბოები
თერმოინდუსტრია უკვე რვა წელია ევროპული ხარისხის ტუმბოების იმპორტს ახორციელებს. დანადგარებს აქვთ ხარისხის დამადასტურებელი ISO 9001 სერტიფიკატი. კომპანიის ტექნიკური გუნდი უზრუნველყოფს ტუმბოს შერჩევას ყოველი შენობისთვის ინდივიდუალურად. გარანტირებულია შემდგომი ტექნიკური მხარდაჭერაც. საცირკულაციო ტუმბოებისა და სატუმბე სადგურების შეძენა შესაძლებელია თერმოინდუსტრიის ხუთივე ფილიალში.
წყლის ტუმბოს ფასები
წყლის ტუმბოს ფასი დამოკიდებულია მის ხარისხსა და დანიშნულებაზე. მცირე საცირკულაციო ტუმბოებსა და დიდი სიმძლავრის ბუსტერებს, რა თქმა უნდა, განსხვავებული ღირებულება აქვთ. შერჩევისას საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია. გასათვალისწინებელია დანადგარის სწორი მონტაჟი და ექსპლოატაციის პირობები. მაგალითად, ტუმბოს ელექტრო ნაწილში არ უნდა ჩავიდეს წყალი. არასწორი მონტაჟი და მოხმარება დანადგარს ადვილად გამოიყვანს მწყობრიდან. რაც დამატებით ხარჯის გაწევას ნიშნავს. წელიწადში ერთხელ სასურველია აგრეგატის მუშაობის მონიტორინგი.
მასალის გამოყენების პირობები






