თბილისში, ათონელის ქუჩის მცხოვრებლები პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის მშენებლობას აპროტესტებენ – ამის შესახებ TV3 იუწყება. ადგილობრივების განცხადებით, შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ბევრი მათგანი ღია ცის ქვეშ დარჩება. ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, მოსახლეობამ მინისტრის ვიზიტის შინაარსი არასწორად გაიგო და ისინი არავის გამოსახლებას არ აპირებენ.
შენობა ექსპლუატაციაში 2014 წლის მაისის ბოლოს შევა, მის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს სამი ცნობილი სიანვესტიციო კომპანია განახორციელებს. თუმცა, მათი ვინაობა არ სახელდება. კომპანია “არტესის” საქმეს, რომელიც აქამდე შენობის რეაბილიტაციას ახდენდა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს.
საგამოძიებო სამსახურში გამოძიების დასრულებამდე საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს არ ახმაურებენ. პროექტის განსახორიელებლად უკვე დაიხარჯა 16 მილიონი ლარი.
მასალის გამოყენების პირობები






