25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 20:06, 24 Feb, 2020     2600

ვერძი


გამორიცხული არ არის ბედის უეცარი შემობრუნება, რომელიც თქვენგან მაქსიმალურ აქტიურობას და სწრაფ რეაქციას მოითხოვს. შეიძლება, თქვენმა გეგმამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანოს. ყურადღებით იყავით საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობის დროს, სავარაუდოდ, ყველა პრობლემა მათ უკავშირდება.


კურო


ხელსაყრელი დღეა ბიზნესმენებისა და მეწარმეებისთვის. წარმატება ხელში გაქვთ, მთავარია, შანსი არ გაუშვათ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სერიოზული პრობლემები გელით. მდგომარეობის გართულება თავიდან რომ აიცილოთ, ექიმს დროულად მიმართეთ.


ტყუპები


დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, კარგად გაიაზროთ თქვენი მოლოდინები და პრეტენზიები პარტნიორთან, შემდეგ კი მოიფიქროთ, როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება. პარტნიორთან ურთიერთობაში მოსალოდნელია დისჰარმონია, აგრესია და არაფრისგან პრობლემების შექმნა.


კირჩხიბი


ამ დღეს მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. ავადმყოფობა თავისით არ გაგივლით, ამიტომ ექიმს დროულად უნდა მიაკითხოთ. კრიზისმა კიდეც რომ გადაიაროს, შედეგები გარკვეულ ხანს დარჩება. კარგი იქნება, თუ დღის მეორე ნახევარს ბუნებაში გაატარებთ.


ლომი


ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის, ქორწინებისთვის და სასიყვარულო თავგადასავლებისთვის. სავარაუდოდ, ქალები ყურადღების ცენტრში მოექცევიან. მამაკაცებს ახლობელ ადამიანებთან სკანდალი ელით.


ქალწული


გამორიცხული არ არის, რომ დღის პირველ ნახევარში პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიხდეთ. გირჩევთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და პარტნიორს გადაჭარბებული პრეტენზიები არ წამოუყენოთ. ახლობელ ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობა თქვენს სულიერ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.


სასწორი


წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში პარტნიორთან ურთიერთობებში პრობლემები გელით. მოსალოდნელია აგრესია და უსაფუძვლო ბრალდებები, თუმცა სიტუაციიდან გამოსავალს მოძებნით. თუ გონივრულად იმოქმედებთ, დღის მეორე ნახევარი გაცილებით მშვიდი იქნება. ეცადეთ, პრობლემებს იუმორით შეხედოთ.


მორიელი


ამ დღეს პროფესიულ საქმიანობაში პრობლემები გელით. შესაძლოა, თქვენი ნებისმიერი მოქმედება თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს, ამიტომ რადიკალური გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავეთ. ერთდროულად მოგიწევთ ოჯახური და სამსახურებრივი პრობლემების მოგვარება. გადაღლა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახოს. თუ ამ დღეს ავად გახდით, ავადმყოფობა ხანგრძლივი იქნება.


მშვილდოსანი


წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებას და სწორი სამოქმედო გეგმის შედგენას შეძლებთ. ნუ ეცდებით აკრძალული გზით სიარულს. წარმატებას მხოლოდ კეთილსინდისიერებით და შრომისმოყვარეობით მიაღწევთ. კარგი იქნება, თუ საქმეში გართული არც ახლობელი ადამიანების შესახებ დაივიწყებთ. მათ ახლა ყველაზე მეტად თქვენი ყურადღება სჭირდებათ.


თხის რქა


შესაძლოა, დღის პირველ ნახევარში პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა მოგიწიოთ. სერიოზული ცვლილებები გელით - როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური. გამორიცხული არ არის, რომ პარტნიორთან ურთიერთობის გაწყვეტაზე იფიქროთ.


მერწყული


იზრდება თქვენი ინტუიცია და პიროვნული მომხიბვლელობა. ძლიერდება აურა. შემოქმედებითი პოტენციალის მერწყულები ეფექტურად შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას და ჩანაფიქრის განხორციელებას. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ჩვეულზე მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ.


თევზები


ყველა თვალსაზრისით აქტიური დღეა. შესაძლოა, ახალი თანამდებობა შემოგთავაზონ. დაუფიქრებლად დათანხმდით, რადგან ეს თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ კოლეგების მიმართ. გამორიცხული არ არის ფარული მტრების გააქტიურება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42