პატარა ანიტა ფაცაციას დედა, მარიკო სადრაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს. მარიკო წერს, რომ წმინდა სალოცავები მოიარეს .
მისი თქმით, ანიტას ყვავილებით შეამკეს უფლის კვართი და გაჭირვებულები დააპურეს ანიტას უსაყვარლესი ხაჭაპურებით.
"მოგესალმებით! ანიტას გულშემატკივარი უსაყვარლესი გოგონების წყალობით, ძალიან ლამაზი დღე გვქონდა, რისთვისაც მინდა თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ დიდი მადლობა.
დავესწარით წირვას ქანდის 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარში, მოვისმინეთ მამა სერაფიმეს საოცარი გალობა და ეკლესიის ეზოში დავრგეთ ანიტას სახელობის ზეთისხილის ხე.
შემდეგ გადავინაცვლეთ სვეტიცხოველში და უფლის კვართი შევამკეთ ანიტას ულამაზესი თაიგულით.
ბოლოს კი მოვილოცეთ სამთავროს დედათა მონასტერი. მამა გაბრიელის ლუსკუმას შევწირეთ ტორტი და ულამაზესი ყვავილები. დავაპურეთ გაჭირვებულები ანიტას საყვარელი ხაჭაპურებით" - წერს სადრაძე.
მასალის გამოყენების პირობები






