დღეს, დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
"თელასის" მიერ გავრცელებული გრაფიკი ასეთია:
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქინძმარაულის და ბაბუცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ), აგლაძის, ვახუშტი ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II და III მიკრორაიონების, მარგიანის, ნუცუბიძის, გურიელის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, აბო თბილელის, აბოვიანის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის, ტაბახმელას და წავკისის მაცხოვრებლებს.
კომპანიის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტრომომარაგება აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები






