სადისტი რუსი ფეოდალის „ობობის ქსელში“ გახვეული ყმები, განსაკუთრებით კი გოგონები, უკან ვეღარ გადიოდნენ. ყვირილი, კივილი და ხერხის ტკაცუნი ისმოდა ფეოდალის მიერ ჩატარებული სარიტუალო საღამოებიდან. სალტიკოვამ 138 ადამიანის სიცოცხლე სადისტური გზით დაასრულა და ამ ყველაფერს მხოლოდ გართობის მიზნით აკეთებდა.
ერთ-ერთმა მღვდელის ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ ის განსაკუთრებით გოგონებს ერჩოდა. ერთ-ერთი ქალი, რომელიც მან სიცოცხლეს გამოასალმა ორსულად იყო, რომელსაც მუცელი გამოფატრა.
დარია სალტიკოვა 1730 წელს დაიბადა. ის უკიდურესად მორწმუნე ახალგაზრდა ქალბატონად გაიზარდა. ხშირად მიდიოდა წმინდა სალოცავებთან და ყველა რელიგიურ ნიშნებს პატივს სცემდა. დარია გლებ სალტიკოვის მეუღლე გახდა. გლები იმპერიის დაცვაში კაპიტანი იყო, ვისი ოჯახიც დაკავშირებული იყო ფილოსოფოსებთან, ხელოვანებთან, პოლიტიკოსებთან, ფულთან, მიწებთან და ძალაუფლებასთან. გლები 1755 წელს გარდაიცვალა, როდესაც დარია სულ რაღაც 26 წლის იყო. ახალგაზრდა ქვრივს კი დარჩა 600 ყმა, მიწების საოცრად დიდი რაოდენობა და ძალაუფლება, რაც მისი „გარყვნის“ კოქტეილად იქცა.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ის ხშირად გოგონებს კლავდა, განსაკუთრებით კი 12 წლამდე ბავშვებს. მსხვერპლი კი რა თქმა უნდა მონათა კლასიდან იყო. სერიული მკვლელი მოსკოვიდან საბოლოოდ ციხეში აღმოჩნდა. 11 წლიანი მკვლელობათა სერია კი მონასტრის შენობაში შეწყდა, სადაც ის „სამარტოო საკანში“, მონასტრის ერთ-ერთ ოთახში გამოკეტეს. მოსკოველი ფეოდალი 1801 წლის 27 ნოემბერს 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






