„გუშინ ნაციონალებმა იტალიაში კონცერტი ჩამიშალეს“ - თემურ თათარაშვილი
სოც.მედია - 18:03, 22 Feb, 2020     3465

მომღერალ თემურ თათარაშვილი ამტკიცებს, რომ გუშინ იტალიაში "ნაციონალებმა" კონცერტი ჩაუშალეს.

იგი ამ ფაქტით აღშფოთებულია და ამ აცხადებს, რომ დიდი ხნის შეთანხმებული კონცერტი მხოლოდ იმის გამო დაზარალდა, რომ ეს ასე მოინდომეს ბოროტმა ძალებმა.

“გუშინ იტალიიდან ჩამოვედი და გული მაქვს გახეთქილი თურმე ისეთი საშინელება გვჭირს. სამარცხვინოა, რაც მოხდა და არც მჯერა, რომ ეს მე გადამხდა თავს.

ჩვენი ემიგრანტები ჩემთვის უძვირფასესი ხალხია. მე ვიცი, რასაც ნიშნავს, როცა იძულებული ხარ მოწყდე საკუთარ ქვეყანას და სხვაგან იპოვო თავშეფარი და ლუკმა შვილებითსვის. ამიტომ ყოველთვის სიხარულით ჩავდივარ ჩვენს ემიგრანტებთან და ვატარებ კონცერტებს. ასეთი სამარცხვინო რამ არასდროს მომხდარა აქამდე და მივხვდი, რა ცუდადაა ჩვენი საქმე.

დიდი ხნის შეთანხმებული კონცერტი მხოლოდ იმის გამო დაზარალდა, რომ ეს ასე მოინდომეს იმ ბოროტი ძალების მხარდამჭერებმა, რომელსაც ყველამ ერთად ვუთხარით უარი 2012 წელს და გავაძევეთ ხელისუფლებიდან.

მთელი ცხოვრება ჩემს ქვეყანას ვუმღერი. რამდენიმე წლიანი იძულებითი წასვლის გარდა, აქაურობა ვერადროს დავტოვე. ეს მხოლოდ ერთხელ იყო, როცა ბოროტმა ძალამ დაიპყრო ჩვენი ქვეყანა და ვინც არ დაემორჩილა, ან მოკლა და ან ციხეში ჩაყარა. ამიტომ მოვიარე მეც ჯერ ციხე და შემდეგ ემიგრაცია.

2012 წელს მიხაროდა ამ ბოროტი ძალის დამარცხება და ვფიქრობდი, რომ ჩემს ქვეყანაში ახალი და სიკეთით სავსე ცხოვრება დაიწყებოდა. თურმე სად ვარ… დასრულდა კი არა, სწორედ მაშინ დაწყებულა ამ ბოროტებისთვის ყველაზე კომფორტული ეპოქა.

გუშინ ნაციონალებმა იტალიაში კონცერტი ჩამიშალეს – დააშინეს ემიგრანტები, რომ დაასმენდნენ და დეპორტაციით დაემუქრნენ. ყველასთვის გასაგებია, როგორი მძიმე იქნებოდა ამ მუქარის იგნორი და ჩემი კონცერტის გამო, საკუთარი ოჯახების საფრთხის ქვეშ დაყენება და ასეთ ბოროტ ძალას მთავარ ოპოზიციად ამკვიდრებს ქართული ოცნება.

ოცნებას მინდა მივმართო: როდესმე თუ ისწავლით კარგის და ცუდის გარჩევას და როდესმე თუ მოეშვებით საკუთარი მხარდამჭერები ხარჯზე მტრის გაძლიერებას? ნაციონალები იმით მაინც გჯობდნენ, რომ საკუთარ თითოეულ მხარდამჭერს უფრთხილდებოდნენ და სულს უბერავდნენ. ყველა დასაქმებული ჰყავდათ და მათი ინტერესები ბოლომდე გაჰქონდათ. თქვენ კი ყოველდღიურად მხოლოდ იმის გამო კარგავთ მხარდამჭერებს, რომ ძაღლებივით ექცევით, ისევ ნაციონალებს ასვამთ თავზე და ვინც იმ ბოროტების დროს იყო კომფორტულად, ისევ იმათ პატრონობთ ჩვენს ხარჯზე.

როგორი სიხარულით დავბრუნდი მაშინ ემიგრაციიდან, მაგრამ თურმე რა ტყუილად მიხაროდა – ყოველდღე მხოლოდ იმას ვუყურებ, როგორ აწინაურებთ და გულში იხუტებთ ისევ იმათ, ვინც თქვენს მტრებთან თანამშრომლობდა და როგორ სწირავთ ჩემნაირებს, ვინც იმ ხელისუფლებას ჰყავდა გაწირული.

ვზივარ ახლა უმუშევარი, კონცერტებს ისევ ნაციონალები მიშლიან და დაცვის ნაცვლად, არც ერთ თქვენგანს ამბავიც არ მოუკითხავს ჩემი არასდროს.

ყოჩაღ, ასე გააგრძელეთ! მაგრამ არც ის დაივიწყოთ, რა მალე მოდის ახალი არჩევნები…” - წერს თემურ თათარაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42