Responsible.ge-ს კამპანიის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს სარეაბილიტაციო კურსის გავლა უფასოდ შეეძლება
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:03, 22 Feb, 2020     2167

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფსიქოსარეაბილიტაციო კურსის დეტალებს განმარტავს.

აზარტულ თამაშზე დამოკიდებულების ამოცნობას რამდენიმე ქცევაზე დაკვირვებით მარტივად შევძლებთ: დამოკიდებულ ადამიანს არ შეუძლია თამაშის შეწყვეტა; ის მუდმივად ფიქრობს აზარტული თამაშების შესახებ და მზადაა სარისკო და ექსტრემალური რამ ჩაიდინოს მის გამო (მაგალითად, იქურდოს, რომ იშოვოს სათამაშო ფული და ა.შ.); მას აქვს ემოციების მართვის პრობლემა და, რაც ყველაზე მთავარია, მალავს, რომ თამაშობს; მალავს თამაშებში დახარჯული თანხის ოდენობას.

პრობლემას ის ამძაფრებს, რომ რეალურად არ არსებობს სტატისტიკა, რომელიც გამოავლენდა თამაშზე პრობლემურად დამოკიდებულ ადამიანთა ზუსტ რიცხვს. უმეტესობა მათგანს კი ხელი არ მიუწვდება ფსიქოლოგის მომსახურებაზე.

თუმცა 2020 წლიდან ფსიქოლოგიურ-სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი „კამარა“ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ნებისმიერ მსურველს კომპლექსურ ფსიქოთერაპიულ მკურნალობის კურსს სრულიად უფასოდ ჩაუტარებს.

პროექტს კომპანია „ევროპაბეთი“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის ფარგლებში აფინანსებს.

ფაქტმა, რომ აზარტული თამაშების კომპანია თამაშდამოკიდებულ ადამიანთა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსს აფინანსებს, საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობა უკვე გამოიწვია. ფეისბუქმომხმარებლები წერენ, რომ მსგავსი ტიპის პროექტის დაფინანსება თამაშების კომპანიის მხრიდან PR-ნაბიჯია და ქმედითუნარიანი ვერ იქნება.

თუმცა, თავად „კამარას“ ხელმძღვანელი, ნათია ფანჯიკიძე სხვა აზრზეა. „რა თქმა უნდა, ეს ჰგავს სიგარეტის კოლოფზე წარწერას, "მოწევა კლავს", რომელმაც ჩემზე ვერ გაჭრა, მხოლოდ მაბრაზებს, მაგრამ ბევრ ადამიანზე იმოქმედა“, - აცხადებს ნათია. „ჯობდა დონორობის სურვილი გამოეთქვა ფარმაბიზნესს ან რძის და ყველის ქარხანას, მაგრამ არ გამოუთქვამთ. კამარაში ფასიანი თერაპია წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა, ძალიან ხშირად გვწერდნენ გვერდზე უკმაყოფილო ადამიანები, რატომ არ არის უფასო სერვისიო, რადგან თვის გადასახადი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნაში სხვა ყველაფერთან შედარებით ძვირი არაა, მაინც ძვირია ბევრისთვის. „ევროპაბეთი“ ზუსტად იმდენს იხდის პაციენტისთვის, როგორი ტარიფიცაა ჩვენთან და არც ერთი თეთრით მეტს. ამდენად, „კამარა“ ამ მემორანდუმით არ მდიდრდება, მხოლოდ საშუალება გვეძლევა ბევრი ადამიანი მივიღოთ უფასოდ“, - განმარტა ფანჯიკიძემ დამატებით.

„ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორის, ლაშა გოგუას თქმით, პასუხისმგებლიანი კამპანიის მთავარი კონცეფცია არის ითამაშო მხოლოდ სიამოვნებისთვის. www.responsible.ge -იც სწორედ ამის დადასტურებაა.

„იმისათვის, რომ სლოგანი მხოლოდ სლოგანად არ დარჩეს, პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიას რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი გააჩნია“, - აღნიშნავს ლაშა. „მათ შორის, ერთ-ერთია ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო სრული კურსი, რომელშიც პარტნიორობას „კამარა“ და მისი ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე გვიწევს.

„ევროპაბეთისთვის“ მნიშვნელოვანია მხოლოდ ის მომხმარებელი, რომელიც თამაშობს სიამოვნებისთვის და პასუხისმგებლიანად, ამიტომაც ვგრძნობთ რა იმ რისკებს, რაც შეიძლება ადამიანს აზარტულმა თამაშებმა მოუტანოს, თავადვე ვსახავთ ამ რისკების და პრობლემების მოგვარების გზებს“, - აცხადებს გოგუა.

პაციენტების მიღება უკვე დაწყებულია. ნებისმიერი მსურველისთვის სრული კურსის გავლა უფასოა. ოპტიმალური კურსი 3-6 თვემდე გრძელდება კვირაში 8-საათიანი ინტენსიური დატვირთვით, თუმცა, განსაკუთრებული შემთხვევების დროს, მაგალითად, ორმაგი დიაგნოზით შემოსული პაციენტის შემთხვევაში, შესაძლებელია კურსის გაგრძელებაც ადამიანის სრულ განკურნებამდე.

„მიუხედავად იმისა, რომ, ერთგვარად, ცინიკური შეიძლება ჩანდეს, დაგაფინანსოს დაწესებულებამ, სადაც დაავადდი, და მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე კარგი ის იქნებოდა, არავინ გამხდარიყო ავად, გამომდინარე იმ მდგომარეობიდან, რაც დღეს არის, და რადგან არც მზრუნველი არსად არავინაა, კარგია, რომ თავად ბიზნესისგან წამოვიდა შემოთავაზება, დახმარება გაუწიოს მათ, ვისაც თამაში გართობის ნაცვლად დაავადებად ექცა“, - აცხადებს ნათია ფანჯიკიძე.

„კამარადან“ ჯერჯერობით 4 სპეციალისტია მობილიზებული, თუმცა ნათია ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ პროექტის ზრდის პარალელურად, შესაძლებელია, რომ „კამარას“ ადამიანური რესურსი უფრო დიდი დატვირთვით ჩაერთოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42