ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ არასრულწლოვანი კვლავ დუმილის უფლებას იყენებს.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები დაკავებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
როგორც არასრულწლოვნის ბიცოლა აცხადებს, ბრალდებულის გამართლება, არასრულწლოვნის სტატუსის გამო, დაუშვებელია და მას სასჯელის მაქსიმალური ზომა უნდა განესაზღვროს. მისივე თქმით, იგი სხვებისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს.
საჩხერეში, საზარელი შემთხვევის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. არასრულწლოვანმა საკუთარი მამა მოკლა და ცხედარი გადამალა, ამის შემდეგ კი ორი დღე მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად „ეძებდა“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მოზარდი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






