მთავარი პროკურატურის განცხადება ბაჩანა ახალაიას განაჩენთან დაკავშირებით
სამართალი - 19:27, 31 Oct, 2013     2313

მთავარი პროკურატურა ბაჩანა ახალაიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული , დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა ბრალდებულების - ბაჩანა ახალიას, ალექსი დავითაშვილის, ვლადიმერ ზანგიევას, მამუკა აბაშიძის, დავით ჩუბინიძის, დავით გიორგაშვილის, რობერტ სუთიძის და დავით ვეკუას მიმართ.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებს ბრალი ედებოდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, წამებაში, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, რაც იმაში გამოიხატა, რომ ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ 2012 წლის აგვისტოში ორგანიზება გაუკეთა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე შვიდი თანამშრომლის წამებას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი დანარჩენ ბრალდებულთა მიერ.

"ბრალდებულთათვის წარდგენილი ბრალდებები დასტურდებოდა ყველა (7) დაზარალებულისა და 63 მოწმის ჩვენებით, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარეს ჩაბარდება სასამართლოს მოტივირებული განაჩენი, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისი გასაჩივრების შესახებ",-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42