ვერძი
დააკვირდით საკუთარ გარემოცვას - მოსალოდნელია პრობლემები პარტნიორებთან ურთიერთობაში ან კონტაქტი არასასურველ ადამიანებთან. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
კურო
ამ დღეს წარმატება ხელოვან კუროებს ელით. შრომისმოყვარეობის წყალობით ისინი ჩანაფიქრის განხორციელებას მაქსიმალურად მოკლე დროში შეძლებენ. ნებისმიერი ზედმეტი აქტივობა და ინიციატივა დაღლილობას და უკმაყოფილებას მოგიტანთ.
ტყუპები
საშიში დღეა. სამსახურშიც და ოჯახშიც პრობლემები გელით. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი ჩვეულზე დაბალია, ამიტომ ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ. სექსუალურ სფეროში, სამწუხაროდ, თქვენს მოლოდინს ასრულება არ უწერიათ.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა სიყვარულისა და კარიერული ზრდისთვის. თქვენი ბიუჯეტი ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად უმჯობესდება. ყურებამდე შეყვარებული ხართ და გეჩვენებათ, რომ მის გარდა, არავინ გჭირდებათ.
ლომი
ვარსკვლავების განლაგება ჯერჯერობით, ისევ არახელსაყრელია. სიტუაციის ობიექტური შეფასება და თავდაჯერებულობა ქალებს დაეხმარება, თავიდან აიცილონ პარტნიორთან კონფლიქტი და უსარგებლო საუბარი, რომელიც გაღიზიანების გარდა, არაფერს მოუტანთ. მამაკაცებს ვურჩევთ, პარტნიორ ქალს მეტი ყურადღება მიაქციონ - მოსალოდნელია სირთულეები ურთიერთობაში.
ქალწული
საშიში დღეა, რომელსაც ოჯახურ და პროფესიულ საქმეებში სირთულეები ახლავს. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ერიდეთ ბასრ საგნებთან და ელექტროხელსაწყოებთან კონტაქტს.
სასწორი
კრიტიკული დღეა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება, არ ღირს საკუთარი მოვალეობების სხვებისთვის გადაბარება. დეპრესია თავიდან რომ აიცილოთ, ეცადეთ, ყურადღება ახლობელი ადამიანების პრობლემების მოგვარებაზე გადაიტანოთ.
მორიელი
რიგითი, სამუშაო დღეა. მოსალოდნელია ძველი პრობლემების მოულოდნელია მოგვარება, კარიერული წინსვლა ან ფულადი შემოსავალი. სახლის კარი სტუმრებისთვის ფართოდ გააღეთ და ეცადეთ, ახლობელი ადამიანების პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოთ.
მშვილდოსანი
საშიში დღეა, რომელსაც ოჯახურ და პროფესიულ საქმიანობაში სირთულეები ახლავს. გაითვალისწინეთ, რომ ვარსკვლავების არახელსაყრელი განლაგება შეიძლება სამსახურეობრივ საქმეებზე ნეგატიურად აისახოს. გამორიცხული არ არის, გულწრფელობა ბოროტი ხუმრობის სამიზნე გახდეს. მჭრელ საგნებთან კონტაქტის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ.
თხის რქა
ამ დღეს უფროსის ან კოლეგების მხრიდან მოსალოდნელია არაობიექტური დამოკიდებულება. გირჩევთ, მოთმინება და სიმტკიცე გამოიჩინოთ. გამორიცხული არ არის პირად ცხოვრებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
მერწყული
სიფრთხილე გამოიჩინეთ საკუთარ სიტყვებსა და მოქმედებებში. ეცადეთ, ობიექტურ კრიტიკას აგრესიით არ უპასუხოთ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი ამბავი გელით, რომელიც გაიძულებთ, მთლიანად ოჯახურ პრობლემებზე გადაერთოთ.
თევზები
საქმიანი კონტაქტებისთვის არახელსაყრელი დღეა. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან და ძველი საქმეები დაასრულეთ. უფროსთან და კოლეგებთან ფინანსურ საკითხებზე მოსალოდნელია გაუგებრობა. ეცადეთ, ემოციები შეიკავოთ.
მასალის გამოყენების პირობები






