შეცდომა №1. თმის პირსახოცით გაშრობა
თმის პირსახოცით შეშრობა თმის სტრუქტურას აზიანებს. უმჯობესია, დაბანის შემდეგ თმა პირსახოცით შეიკრათ და რამდენიმე წუთი გაიჩეროთ, რათა სისველე პირსახოცმა შეიწოვოს.

შეცდომა №2. შამპუნის გადაჭარბებით მოხმარება
თუკი თავს ყოველდღიურად იბანთ, არ არის საჭირო შამპუნის რამდენჯერმე წასმა. დიდი რაოდენობით შამპუნი სჭირდება მას, ვინც თავს კვირაში ერთხელ ან ორჯერ იბანს.

შეცდომა №3. თმის კონდიციონერზე უარის თქმა
ბალზამი არა მხოლოდ იცავს თმის PH-ს, არამედ თმას მბზინვარებასა და სირბილეს ანიჭებს. მთავარია, კონდიციონერი თმის ძირებში არ შეიზილოთ.

შეცდომა №4. თავის აგრესიულად დაბანა
თმაში შამპუნის ძალიან აგრესიულად შეზელა არ ღირს. ეს თმის ცვენას იწვევს. თავის დაბანის დროს, თითების მსუბუქი მოძრაობით გაიკეთეთ თავის მასაჟი.

შეცდომა №5. თავის იშვიათი დაბანა
თავის დაბანის სიხშირე ყველასთვის ინდივიდუალურია. გააჩნია, რამდენად ცხიმიანი თმა გაქვთ. მშრალი თმის იშვიათად დაბანა ისევე საზიანო, როგორც ცხიმიანი თმის ხშირად დაბანა.

შეცდომა №6. თავის ცხელი წყლით დაბანა
ცხელი წყალი თმის ძირებსა და თავის კანს აშრობს. სასურველია, თავი თბილი წყლით დაიბანოთ და პროცედურა ცივი წყლით დაასრულოთ.

შეცდომა №7. თმის მუდმივად ფენით გაშრობა
უმჯობესია, სველი თმა ფენით არ გაიშროთ. ამგვარად თმა მტვრევადი და მშრალი ხდება. დაელოდეთ თმის ოდნავ შეშრობას და ფენით შემდეგ ისარგებლეთ.
მასალის გამოყენების პირობები






