საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე განცხადებას აკეთებს იმის შესახებ, რომ კარდიოლოგიის მსგავსად, ერთიანი ტარიფები სხვა სამედიცინო მომსახურებებზეც დაწესდება, თუმცა ჯერჯერობით არ ამბობს კონკრეტულად რომელ მომსახურეობაზე.
“არამხოლოდ ოფთალმოლოგია, შვიდი მიმართულებით იგეგმება ახალი დადგენილება. ამაზე გარკვეული ჯგუფები მუშაობენ. კვირის ბოლოს რამდენიმე ჯგუფი უკვე შეიკრიბება და დადგენილ ტარიფზე იმსჯელებს. ალბათ, უახლოეს ორ კვირაში ახალი დადგენილება გვექნება. ჩვენი მიზანი ტარიფების შემცირება არ არის. დღესდღეობით ჩვენი ამოცანაა დავადგინოთ ღირებულება.”- აცხადებს ტიკარაძე.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ 5 ნოემბერს მიღებული დადგენილებით სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულნი არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, პაციენტებს სერვისები სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ. დადგენილებითვე განისაზღვრა ტარიფები ისეთ სამედიცინო სერვისებზე, როგორებიცაა: კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია და არითმოლოგია.
მასალის გამოყენების პირობები