მომღერალი ზურა ხაჩიძე ხათუნა ჟორდანიას მკურნალობის პროცესსა და მის სამომავლო გეგმებზე ჟურნალ "სარკეს" ესაუბრა.
მისი თქმით, დაავადების გამოვლენის შემდეგ ხათუნა ჟორდანია ეკლესიისკენ შემობრუნდა. სამომავლოდ კი, ეკოლოგიაზე ზრუნვას აპირებს.
"ხათუნას რაც ეს დაავადება დაემართა, გაძლიერებულ ლოცვებში ვართ. მოვილოცეთ ქრისტეს საფლავი, წმინდა გიორგის საფლავი. ვიყავით ყინწვისის მამათა მონასტერში, სადაც ბერები ლოცულობენ. ძალიან ხშირად დავდივართ საგურამოს დედათა მონასტერში. ამ დაავადებამ ხათუნას რწმენა გაუძლიერა და ეკლესიისკენ შემოაბრუნა. ამ რწმენის წყალობით, სწამს, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება.
ხათუნას გადაწყვეტილი აქვს, ავადმყოფობის დამარცხების შემდეგ ეკოლოგიის პრობლემებთან ბრძოლაში გააქტიურდეს. მას არც დედის და არც მამის მხარეს არ ჰქონია სიმსივნესთან დაკავშირებული პრობლემები, ყველაფერი დღევანდელი კატასტროფული ეკოლოგიის შედეგია. თბილისი სავსეა უკატალიზატორო მანქანებით, რომლებიც ჩვენს შვილებს წამლავს" - განაცხადა ზურა ხაჩიძემ
მასალის გამოყენების პირობები






