ივანე მაჭავარიანი: დღგ-ის გადასახადის ადმინისტრირების ნაწილში შევძელით სისტემური გაუმჯობესება
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:17, 20 Feb, 2020     1299

„დღგ-ის გადასახადის ადმინისტრირების ნაწილში შევძელით სისტემური გაუმჯობესება", - აღნიშნა, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადებით, დაინერგა დეკლარაციების კონტროლის ახალი სისტემა და ყველა დღგ-ის დეკლარაცია, გადის სპეციალურად შემუშავებული კონტროლის სისტემას. ასევე, გაანალიზდა დღგ-ის დეკლარაციის ყველა ის გრაფა, რომლითაც შესაძლებელია საგადასახადო აქტივების წარმოქმნა, თითოეულ მათგანზე დაწესდა დამატებითი კონტროლის მექანიზმი.

როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, არსებითად შეიცვალა საგადასახადო და საბაჟო რისკების კრიტერიუმები. რისკების სისტემაში განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები, იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს არაკანონიერი ქმედებების პრევენცია. საბაჟოზე სრულად შეიცვალა იმპორტის დროს საქონლის შემოწმებისა და გადასახადის გადახდის კრიტერიუმები, რამაც მინიმუმამდე დაიყვანა არაკანონიერი აქტივების გამოყენების შესაძლებლობა. გაანალიზდა ცალკეული შეღავათიანი საბაჟო პროცედურები და სრულად გაუქმდა მაღალი რისკის მქონე შეღავათები გადასახადის გადახდის ვადის ნაწილში, რამაც არსებითად შეამცირა დიდი ოდენობით არალეგალური იმპორტის შესაძლებლობა.

„სამწუხაროდ, დღგ-ის თაღლითობა მხოლოდ ქართული მოვლენა არ არის. ეს სირთულე, ზოგადად, თან ახლავს ამ გადასახადს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, ყოველწლიურად, 150 მილიარდ ევრომდე საგადასახადო დანაკარგია დღგ-ის სხვადასხვა სქემის გამო. ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები, ცხადად ადასტურებს, რომ ჩვენ მკაცრად მოვახდინეთ რეაგირება არა მხოლოდ ცალკეულ არაკანონიერ ქმედებაზე, არამედ საქმე გვაქვს სისტემურ გაუმჯობესებასთან",- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42