გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს
სამართალი - 13:00, 20 Feb, 2020     1900

რამდენიმე დღის წინ გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე, ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. მისი თქმით, ის მუხლები, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფს წაუყენეს არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.

,,ჩვენ ვითხოვთ, რომ სასამართლომ არ გაიზიაროს ბრალდების მხარის პოზიცია როგორც განზრახ მკვლელობის ნაწილში, ასევე მკვლელობის მცდელობის ნაწილში. რაც შეეხება იმას, თუ რა მიმართულებით წავალთ არსებითი განხილვის სხდომაზე, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ კატეგორიულად, რომ ის მუხლები, რაც მას აქვს წაყენებული, არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება და ეწინააღმდეგება სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ნორმალური მოსამართლე, რომელსაც აქვს უბრალოდ თავმოყვარეობა, იცნობს კანონმდებლობას და გააჩნია დამოუკიდებლობა პროკურატურის ამ პოზიციას ნამდვილად არ გაიზიარებს", - განაცხადა კაკაბაძემ.

ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, კობიაშვილს დაზიანებები მიღებული აქვს როგორც ფეხის, ასევე ხელისა და სახის არეში, აქვს ტვინის შერყევა.

„დაახლოებით ხუთი პირი ერთდროულად თავს ესხმოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. აღნიშნული ასევე დადასტურებულია სამედიცინო დოკუმენტაციით და კარგად ნახეთ ფოტოები, სადაც კარგად ჩანს თუ როგორი დაზიანებები აქვს მას მიყენებული როგორც ფეხის, ასევე ხელისა და სახის არეში. მას აქვს ტვინის შერყევა და ძალიან უჭირს გადმოსცეს ფაქტები და ისაუბროს დეტალებზე. მას უჭირს მოძრაობა, სიარული და იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში. აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ დაცვის მხარე წარმატებით შევძლებთ იმის დადასტურებას, რომ ეს ადამიანი სინამდვილეში თავს იცავდა და მას არავის მკვლელობის განხრახვა არ ჰქონია. შესაბამისად 19-109 და 108-ე მუხლები ამ შემთხვევაში უადგილოა და მომხდარს არ შეესაბამება," - აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ მერაბ კობიაშვილი შსს-მ განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მუხლი) ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ თ.გ.-ს და 1994 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. თ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. გადაყვანილია საავადმყოფოში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42